ცრაცკ94მთლიანობაში გეთანხმები და ჩემსასაც დავამატებ. ვაისის ნაკრები შეგვიძლია დავყოთ სამ ეტაპად:
1. ჯანო მყესებამდე
- თამაშის ორგანიზაცია მაღალ დონეზე მიუხედავად სუსტი რგოლებისა (ვაისის ზაიობები) და ძლიერად ჩატარებული მატჩები (უელსი, ირლანდია, ა.შ.)
2. ჩაკვე
- X ფაქტორი მოედანზე რაც საკმარისია ჩვენი ზომა-წონის ან უფრო სუსტი გუნდების დასამარცხებლად
3. ხვიჩა
- იხ. ჩაკვე
ყველა სხვა შემთხვევაში (ანუ ფორმიდან ამოვარდნილი ჯანო ან ჩაკვეს თუ ხვიჩას არყოფნა) გუნდი როგორც ასეთი არ არსებობდა.
ამას დიდწილად განაპირობებდა არასწორად შერჩეული შემადგენლობა (ახირებით იგნორირებულები + ახირებით გასასტავებულები) და ტოტალური კატასტროფა თამაშის მართვაში.
რამდენიმე კაცი ამ ყველაფერზე კი ვყვიროდით აქ და ვიცოდით, რომ ურემი გადაბრუნდებოდა, მაგრამ გამპრავებლების დიდი არმია გვეხვია თავს. ყველაზე მოშნი არგუმენტი 'გასახდელში იდილიაა, ბიჭები სიხარულით მოდიან ნაკრებში' რომ ქონდათ. პენტჰაუსის ბორდელია თუ კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, ბლიად? მომინდომეს იდილიები და სიხარულით მიცუნცულებები. გასახდელში წათაქებაც უნდა იყოს და იერარქიაც. როი კინის ნაირი ტიპი რომ ჯერ განზე გაგიყვანს და თუ ჭკუაზე არ მოხვედი, მერე საჯაროდაც ტვინს და დედის ფათახს გამოგირეცხავს, მერე არ ჩარჩები ყოველი შეტევის მერე მეტოქის ნახევარზე ამოყლისთავებული კუნძივით და არც მეტოქის დასპრინტერებულ ნახევარმცველს არ შეაცილებ ძუნძულით საკუთარ საჯარიმოში!
სამომავლოდ რა ხდება. აუცილებელია დუბლირება ყველა პოზიციის. თან ეს არ უნდა იყოს ერთი კაცით ორი პოზიციის ან იძულებითი დუბლირება, როცა პოზიციას იკავებს მოთამაშე, რომელსაც ასე თუ ისე შეუძლია იმ ადგილზე თამაში. ასეთი რამ შეიძლება გააკეთო ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც შუა თამაშში ვიღაცას აძევებენ, ან იმტრვევა და შეცვლები აღარაა დარჩენილი. გეგმიურ გარემოში დუბლიორი უნდა იყოს კლუბში ზუსტად ამ კონკრეტულ პოზიციაზე მოთამაშე. თუ ამას ვერ მივაღწევთ, ჩვენი მენტალიტეტის გადამკიდე, ძალიან ბევრს ვერ ექნება პროგრესი (კაკაბაძე) ან დაეწყება თვალსაჩინო რეგრესი ასაკის მატებასთან ერთად.
პირობითად ავიღოთ 4-2-3-1 სქემა და მის მიხედვით შევარჩიოთ პირველი და მეორე ოფციები, პლუს გაფართოებულის ხალხი.
მარჯვენა მცველიძირითადი: კაკაბაძე
- წესით და რიგით თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს უფრო დუბლიორად უნდა მოიაზრებოდეს, მაგრამ იმდენად პრობლემური სიტუაციაა, რომ სხვა კანდიდატურები კიდევ უფრო სუსტია.
დუბლიორი:
კანდიდატები:
----------------- თავის დროზე ვაისს უნდა გამოეცადა ის ტიპი, გვარი დამავიწყდა, რამდენიმე წლის წინ ხორვატიაში რომ გადავიდა და კარგადაც უბერავდა. ეს ნაკრებსაც დაეხმარებოდა, და იმასაც არ აერეოდა ცოტა კარიერა. სამწუხაროდ ვაისმა შანსი არ მისცა და როგორც უკვე აქ რამოდიმე ჩვენთაგანმა საფუძვლიანი ეჭვით ივარაუდა, როგორც ჩანს სხვა, კულისებსმიღმა დინებებია და შემადგენლობაში ვიღაცეები ხელებს აფათურებენ მოშნად.
----------------- მალი? არა. საიდანაც გინდათ მოუარეთ და მცველის უმთავრესი ამოცანა არის დაცვა. მე რაც მალის თამაშები ვნახე, დაცვაში არის ნავალოვსკი კუბში. თუ ამ კომპონენტში მოუმატა, კი ბატონო, მაგრამ ამ ეტაპზე ამის ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ.
----------------- ჯიღაური? არა. იხ. პოსტულტი პოზიციის შესახებ + მოთხოვნების ვერდაკმაყოფილება.
----------------- ვინმე ელიგიდან? არ ვადევნებ თვალს, სამწუხაროდ. გათვითცნობიერებულებმა იქნებ იცოდეთ, ლოკომოტივის გაბაძე სხვებთან შედარებით როგორაა? მართალია გააგდეს გრანადასთან, მაგრამ მთლიანობაში გარკვეული პერპექტივა ჩანდა. სხვა ვინმეც თუ არის, ჩამოწერეთ. იგივე კირკიტაძე, 24 წლისაა და კომეტასავითაა პლუს შეტევაში კაკაბაძესაც მირჩევნია, უბრალოდ ევროთასებზე ნახევარმცველი იყო და ტრანსფერმარკეტზე ფულბეკად წერია და არ ვიცი რა პოზიციაა მისთვის ბუნებრივი.
მარჯვენა ცენტრალური მცველიძირითადი: კვირკველია
დუბლიორი 1: ხოჭოლავა
მარცხენა ცენტრალური მცველიძირითადი: ტაბიძე
დუბლიორი 1: ლოჩოშვილი
დუბლიორი 2: გრიგალავა
დუბლიორი 3: დვალი
ცენტრალურები დავაყენე მუშა ფეხის მიხედვით, თორემ ისე ხოჭოლავა სკამზე არ იქნებოდა.
მარცხენა მცველიძირითადი:
დუბლიორი:
- კანდიდატები:
------------------- ნავალოვსკი? არა. უნდა დავემშვიდობოთ.
------------------- ლაკვეხელიანი. ტრამვის ხასიათიდან გამოდინარე, მომავალი სეზონიდან თუ დაიწყებს თამაშს.
------------------- ელიგის ხალხი? იგივე ტაბატაძე ვს. ნავალოვსკი რომ ავიღოთ, როგორ ჩანს ელიგის მიხედვით? ევროპაზე ძლიან მომეწონა. 20 წლისაა, თან ორფეხაა ხომ? ანუ ორივე ფლანგზე შეუძლია? ელიგის ექსპეტიზა დაიდოს
საყრდენი A:
ძირითადი: კიტეიშვილი
დუბლიორი 1: ნინუა
დუბლიორი 2: ჰუფნაგელი
დუბლიორი 3:
- კანდიდატები:
------------------- აბურჯანია? არა. როდესაც პროფესიონალ ნახევარმცველს არ აქვს აჩქარების უნარი, მისი ადგილი არაა თანამედროვე ფეხბურთში. ანაც პროსინეჩკი ან ბოლო პერიოდის ყიფიანი უნდა იყო. როცა მოთამაშეს პრაქტიკა აკლია სკამზე ჯდომის (და არა ტრავმის) გამო, მას შეიძლება ქონდეს გამძლეობის პრობლემა, შეიძლება ქონდეს წნეხის ქვეშ სწორი გადაწყვეტილებების მიღების პრობლემა და წნეხის ქვეშ ტექკინური წუნიც დასაშვებია. მაგრამ ფიზიკურად ისეთ მდგომარეობაში როგორ უნდა ჩაიგდო თავი, ერთი რივოკის ტრაკიც არა გქონდეს, ეს ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია. ნახვამდის.
------------------- კვეკვესკირი? არა. იგივე, რაც აბურჯანიას შემთხვევაში. ნახვამდის.
------------------- ქოჩორაშვილი. აუცილებელია შეკრებებზე დაიწყონ გუნდთან შეჩვევა (როცა U21-ის გრაფიკს არ დაემთხვევა).
საყრდენი B:
ძირითადი: მარადიშვილი
- ამის დათრევა უნდა იქნეს სახელმწიფო მნიშნვნელობის რანგში აყვანილი. უმაღლესი ეშელონები და ყველა ევროპული კავშირი უნდა ჩაირთოს (უნდა მოიძიონ კარგი ადგილი ევროპაში დასაბინავებლად თუ რუსებმა პრობლემები შეუქმნეს!). ამ ბიჭის ზედა ზღვარი ამ პოზიციაზე არის მართლაც სტრატოსფეროში.
პ.ს. ისემც ქოცებმა რუსებს არ აწყენინონ. ანუ სანამ ეს მავნებლები არ წაეთრევიან, არაფერს არ ველი.
დუბლიორი 1: კანკავა
- მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე უკეთეს გუნდებთან, ჩვენი ზომა-წონის გუნდებთან არაა მიზანშეწონილი მისი სტარტი. მიზეზი: რამოდენიმე თამაშია სულ უფრო და უფრო თვალსაჩინოა, რომ აყოვნებს შეტევას. მაგალითად წაართვა ბურთი მეტოქეს და აქვს რამოდენიმე მყისიერი გაგრძელება (ფლანგზე ცარიელი პარტნიორი), მაინც არ აკეთებს 20 მეტრიან პასსაც კი, კარგავს დროს, რითაც მეტოქეს აძლევს გადაწყობის საშუალებას და ვრჩებით ისევ პოზიციური შეტევის იმედად, რომელიც ჩვენი ძლიერი მხარე არაა. ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ასეთი სიტუაცია ან იშვიათად შეიქმნება, ან საერთოდ არა, ამდენად მისი ბულდოგობა ვერ გადაიწონება მინუსებით. გრანდებთან უნდა იდგეს, სუსტებთან და სუსტებზე ოდნავ ძლიერებთან (როგორია დაწერო 'ჩვენნაირებთან') უნდა იჯდეს.
დუბლიორი 2: გვილია
- ამან თავი უნდა დაანებოს 10-იანზე ოცნებებში ფრენას და იმას მიაწვეს რაც გამოუვა. შეუძლია იყოს ძლიან ეფექტური box-to-box, ოღონდ ორთაბრძოლებში მეტად მოუწევს შესვლა, რაც კარიერის ადრეულ ეტაპზე არ ეთაკილებოდა. მოკლედ უნდა გადმოკვალიფიცირდეს. მითუმეტეს წინსვლა თუ უნდა, თორემ გვილიასნაირ ათიანების მაქსიმუმი არის ლეგია. ისიც დროებით.
ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი:
ძირითადი: ჩაკვეტაძე
დუბლიორი 1: ჯანო
დუბლიორი 2: ზურიკო
მარცხენა შემტევი ნახევარმცველი:
ძირითადი: ხვიჩა
დუბლიორი 1: ხარაიშვილი
დუბლიორი 2: ბერიძე
მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი:
ძირითადი: გოგია (თან მგონი ორფეხაა) ან წიტაიშვილი
იგივე რაც მარადიშვილზე.
ტრაკზე გაიხიეთ, ვისაც ეს გევალებათ და ამ ორიდან ერთერთი მაინც ჩამოიყვანეთ ამ გაზაფხულისთვისვე!!!!!!!!!დუბლიორი 1: შენგელია
დუბლიორი 2: ლობჟანიძე
დუბლიორი 3: კირკიტაძე
თავდამსხმელი:
ძირითადი: მიქაუტაძე
გავმეორდები.
ტრაკზე გაიხიეთ, ვისაც ეს გევალებათ და ჩამოიყვანეთ ამ გაზაფხულისთვისვე!!!!!!!!დუბლიორი 1: ბუდულაი
- დანარჩენებზე უფრო ფიზიკურად ძლიერი და დაგეშილია. ამიტომ ქვილითაია და კაჭარავა ცოტა ქვემოთ იერარქიაში
დუბლიორი 2: კაჭარავა
დუბლიორი 3: ქვილითაია
მე პირადად ნაკრებში ვეღარ მოვიაზრებ ოქრის, ვაკოს, კაშიას (შეარგეთ პენსია), კვეკვესკირს (big respect ტვინგახსნილობისათვის და არასოდეს დამავიწყდება ესპანნეთთან ახალგაზრდულში წაგებისას ულამაზესი გოლი რომ გაიტანა და ცრემლები მოსდიოდა სიმწრისგან მაინც, მაგრამ ფიზიკურად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს. არ ვიცი რა მოუგვარებელი პრობლემაა ასეთი, მაგრამ თუ არ ეშველა, სხვა გზა არაა), აბურჯანიას + ბათუმის სასტავს.
მთავარი პრობლემა არის დაცვის ფლანგები. იმდენდად, რომ იქნებ უპრიანიც იყოს სათამაშო სქემის შეცვლა და 3 ცენტრალურზე გადასვლა.
საბოლოოდ დავამატებ, რომ მოლაპარაკე ბოროტი პინგვინის მმართველობამ იმენნა დაავრდომილა ერი და უკვე მენტალურად და ემოციურად აღარ მოვა არანაირი გამარჯვება.
ჯერ სხვა ომი გვქონია მოსაგები. სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში ეს პირდაპირ ეხება ფეხბურთს...
This post has been edited by Temozaurus on 18 Nov 2020, 17:03
თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია.
დრონი მეფობენ და არა მეფენი.
ღრუსებს რა? დდსდღვნა!