თუ ნახეთ ირლანდიასთან თამაშის მერე, მსაჯის სასტვენისთანავე (დაკვირვებულ თვალს არ გამორჩებოდა

), როგორ გავიდა (უფრო გავარდა, მაისურის ტრიბუნაზე მოსროლით) ეგ მინდვრიდან , არ გამიკვირდება.
არ მიკვირს კი არადა, აქ აღარ დამიწერია თორე სტადიონზე ეგრევე ვთქვი, ეს მომდევნო თამაშში არაა ჩამომსვლელი თქო.
უბრალოდ ყველანი ძალიან დავიღალეთ, აღარც ღირს უკვე და პირადად მე ისე აღარც ვიშლი ნერვებს, ამათ ფეხბურთიც შეგვაზიზღეს და ყველაფერი.
უკვე აღარც ტყუილი მჯერა მაგათი და საუბედუროდ აღარც სიმართალე !!!
ფასი დაუკარგეს ყველაფერს, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ და რამდენი, რაღაცნაირად მივეჩვიეთ კიდევაც ამ ყველაფერს ....
ტკივილმაც მიჩვევა იცის და მერე თითქოს ისე აღარც გტკივა .
ჰოდა მეც პირადად ეგრე ვარ და სხვისი არ ვიცი: ვხვდები, რომ ისე აღარ მტკივა ...
და ეგეც ნუგეშია
This post has been edited by QOMAGI on 17 Oct 2014, 00:26