2013 წელი- ექვსი თვის წინ მქონდა ქორწილი დაგეგმილი და ვერ გადავდებდი. ფეხბურთს ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ოჯახია. ამიტომაც ამ კონკრეტულ ვითარებაში ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და ვინც ეს ვერ გაიგო, ცივი წყალი დალიოს.
დღეს- კიდევ იყო რამდენიმე ინტერვიუ, რომელიც არასწორად იქნა გაგებული... ცივი წყალი დალიოს-მეთქი, კონკრეტულად მწვრთნელზე ვთქვი, გულშემატკივართა ნაწილმა კი, მგონი, თავის თავზე მიიღო... არადა, ქომაგზე ნამდვილად არ მითქვამს, ქართველ გულშემატკივარს დიდ პატივს ვცემ - ცხელ გულზე ეს მწვრთნელის მისამართით ვთქვი და ახლაც ვნანობ... მაგრამ რაც მოხდა, მოხდა, ყველამ ვიზარალეთ მაშინ - მეც, მწვრთნელმაც, გუნდმაც... ეგ თემა ჩემთვის დახურულია და აღარ მინდა გახსენება, რადგან ის წლები, როცა ნაკრებს მიღმა ვიყავი, აუტანელი იყო ჩემთვის...
თქვენ გრჩებათ შთაბეჭდილება რომ მარტო მწრთვნელზე თქვა
მაგალითად მე ვერ გავიგე მისი ასეთი გადაწყვეტილება და დავლიო, თუ არა?
პირდაპირ რო თქვას მივქარეო და არ უნდა მეთქვაო არა?