ეს ვის რამდენი ქულა დაერიცხება ავსტრალიაში

5 ქულა პირველი რაუნდი რა არის ფაქტიურად არაფერია
მეორე რაუნდიდან იწყება რა ნორმალური ქულები
* * *
ხვალ დილით მელბურნში სტარტს აიღებს ავსტრალიის ღია პირველობა, რომლის საკვალიფიკაციო ტურნირშიც 2 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. 2014 წლის პირველ სლემტურნირში ანა ტატიშვილი და სოფო შაფათავა ჩაებმებიან.
საქართველოს პირველი ჩოგანი ტატიშვილი კვალიფიკაციაში მე-12 ნომრად გახლავთ განთესილი და საწყის რაუნდში კანადელ ალეკსანდრა ვოზნიაკს ეთამაშება. ცნობისთვის, ანას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 126-ე ადგილი უკავია, ხოლო ალეკსანდრა 283-ეა, თუმცა კი, 2009 წლის ივნისში კანადელი მსოფლიოს 21-ე ჩოგანი გახლდათ.
ქართველს და კანადელს კარიერის განმავლობაში სამჯერ უთამაშიათ და მინიმალური უპირატესობა ტატიშვილის მხარესაა. ისიც საინტერესოა, რომ სამიდან ორ შემთხვევაში, მატჩი ერთ-ერთი მოთამაშის ტრავმის გამო ვერ ჩამთავრდა.
(თამაში მე-9 კორტზე 9 იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება), რომლის მოგების შემთხვევაშიც 20 სარეიტინგო ქულას მიიღებს, მომდევნო რაუნდში კი ჰოლანდიელ არანჩა რუსს და რუს ეკატერინა ბიჩკოვას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
ძირითად ბადეში გასასვლელად 3 ეტაპის დაძლევაა საჭირო. იმასაც დავძენთ, რომ შარშან ტატიშვილმა ასპარეზობა პირდაპირ ძირითადი ბადიდან დაიწყო და საწყის წრეში იაპონელ აიუმი მორიტასთან 3:6, 3:6 წააგო, ამდენად მელბურნში დასაცავი მხოლოდ 5 ქულა აქვს.
აი ეს ვერ გავიგე რა ?ანუ კვალიფიკაციის გავლა 20 ქულაა და თუ ძირითად ბადეში ხარ მხოლოდ 5 ქულას იღებ?
.........................
შეიძლება ითქვას, რომ წილისყრის შედეგად გაუმართლა შაფათავას, რომელიც განთესილი არ ყოფილა, თუმცა, საკვალიფიკაციო ბადის პირველ რაუნდში მეტოქედ ნაკლებადცნობილი იაპონელი ერი ჰოზუმი ერგო. ეს უკანასკნელი რეიტინგში 203-ეა, ხოლო სოფოს 214-ე ადგილი უკავია.
შაფათავას და ჰოზუმის WTA-ს ეგიდით არასოდეს უთამაშიათ. თუკი შაფათავამ საწყისი ბარიერი დასძლია, მომდევნო წრეში მე-6 რეიტინგის მქონე უკრაინელი მარინა ზანევსკას და ჩერნოგორიელი დანკა კოვინიჩის წყვილში გამარჯვებულს დაელოდება. ისიც ვთქვათ, რომ სოფოს და ერის მატჩი მე-14 კორტზე მე-4 წყებაში, დაახლოებით 07:30 საათისთვის აიღებს სტარტს.