ბათუმის სტადიონის მშენებლობა, სავარაუდოდ, ოქტომბერში დაიწყება
ბათუმის სტადიონის პროექტს მთავრობა მომდევნო კვირაში შეიძენს, მშენებლობა კი, სავარაუდოდ, ოქტომბერში დაიწყება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ შპს "სტადიონის" დაფინანსებისათვის მთავრობა 17 მილიონი ლარის დამტკიცებას ითხოვს.
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...-daitsyeba.htmlamikooმეტი დეტალი ხომ არაა ცნობილი ამ ნიუსთან დაკავშირებით? ცოტა ბუნდოვანი ტექსტია. ან ეს შპს ,,სტადიონი'' საიდან გამოჩნდა?
როგორც მოვიძიე, რეესტრის მიხედვით 2012-წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა (თავდაპირველი სახელწოდებით შპს Boulevard Trading, შემდგომში შპს ,,ვეტერინარი'', რომელიც კვების მრეწველობაში იყო), რომელსაც მიმდინარე წლის 4-აგვისტოს შეეცვალა დასახელება და ხელმძღვანელი, რომლის 100%-ით მესაკუთრეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
საერთოდ რა ხდება, დაადგება როდისმე საშველი სტადიონის მსენებლობას? ტენდერის გარეშე გადაწყდება გამარჯვებული პროექტი?