დინამოს ბაზის პროექტის პრეზენტაცია
ახალი პროექტი ითვალისწინებს ძირითადი მოედნისა და მაყურებელთა ტრიბუნის მშენებლობას, ასევე, საწვრთნელი მოედნისა და ბაზის სრული ინფრასტრუქტურის შექმნას - გასახდელები, საშხაპეები, სასტუმრო და ა.შ.
პირველ ეტაპისთვის 2 500 000 ლარია გამოყოფილი, რაც 2 სატანდარტული ხელოვნურსაფარიანი მოედნის, ახალი განათების სისტემის და გასახდელებისთვის საკმარისი იქნება. პროექტის პირველი ეტაბი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
სპორტული ბაზა აღჭურვილი იქნება ვენტელაციის, კონდიცირებისა და გათბობის სისტემებით. ასევე მოწესრიგდება წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სადრენაჟო მოწყობილებები და განათების სისტემა.

This post has been edited by amikoo on 12 May 2014, 18:22