ვალენსია
ბათუმის "დინამოში", შესაძლოა, ბრაზილიელი ნახევარმცველი ჩამოვიდეს
ბათუმის "დინამოში", შესაძლოა, ბრაზილიელი ნახევარმცველი ტიაგო პრიმაო ჩამოვიდეს. ის "კურიტიბას" საკუთრებაა და ამჟამად ბრაზილიის სერია B-ის კლუბ "ატლეტიკო სოროკაბაშია" განათხოვრებული. ტიაგო პრიმაო 21 წლისაა, ტანდაბალი (163 სმ) და ტექნიკური გამთამაშებელია. მან 3 სეზონი გაატარა სერია A-ს "კურიტიბაში" და ერთი გოლი აქვს გატანილი.
როგორც იცით, ამ ზაფხულს ბათუმის "დინამოსა" და "კურიტიბას" შორის საქმიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ამ პროექტის ინიციატორი გახლავთ მენეჯერი გიორგი გოგოლაძე. ტიაგო პრიმაოს ჩამოყვანაზე ინფორმაციაც, "მსოფლიოს სპორტს" სწორედ გოგოლაძემ მიაწოდა.
მისი თქმით, ბათუმში რამდენიმე ბრაზილიელის ჩამოყვანა იგეგმება, პირველი კი სწორედ ტიაგო პრიმაოა.
აქვე ვთქვათ, რომ დღეს ბათუმის „დინამო“ თურქულ კურორტ კარტეპეში გაემგზავრა. დინამოელები მომავალი სეზონისთვის ორ კვირიან მზადებას სტამბოლის მახლობლად გაივლიან. ცნობილია პირველი მეტოქეც - 18 ივლისს დინამოელები ირანულ „პერსეპოლისს“ დაუპირისპირდებიან. 2013-14 წლის სეზონზე ირანული კლუბი ქვეყნის ჩემპიონს ორი ქულით ჩამორჩა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
ბათუმის „დინამო“ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება:
მეკარეები: ალავიძე, ტაკიძე;
მცველები: სუხიაშვილი, ტეტუნაშვილი, მგელაძე, ჩუენსუ, ქორიძე, გავაშელიშვილი, ქათამაძე, მაკარიანი;
ნახევარმცველები: ვარშანიძე, გოგიტიძე, მახარაძე, შონია, მუჯირი, თევდორაძე, ჩირიკაშვილი, პაჭკორია, დიასამიძე, აშბა;
თავდამსხმელები: აბუსელიძე, ბერიაშვილი, ზივზივაძე, კაკალაძე.
ბექა ჭკუასელი თურქულ შეკრებას საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვებს, თუმცა ინდივიდუალური გრაფიკით, დუბლებთან გააგრძელებს სეზონისთის მზადებას. ჭკუასელი ძირითად გუნდს თვის ბოლოს შეუერთდება.