http://www.skyscrapercity.com/showthread.p...=1771031&page=8აქ დავწერე და ფორუმზეც დავაკოპირებ, აქაური აზრი მაინტერესებს.
თბილისის არქიტექტურის სამსახურამდე ქაჩავდნენ კიდე რა უჭირთ. რა სიმახინჯეა ეს ესპანური პროექტი, ან მაგას რა დაპროექტება უნდა, დარწმუნებული ვარ ესპანეთის რომელიმე ქვედა დივიზიონის გუნდი თამაშობს ეგეთ სტადიონზე რომელიც ალბათ სამამულო ომის მერე არის აშენებული და მერე გაკეთებული ექნება რეკონსტრუქცია.
რა ჯანდაბაა ეს სარბენი ბილიკები, რაში ჭირდებათ, რომელ ოლიმპიადებს ჩაატარებენ საქართველოში. ააშენე რა შე დალოცვილო საფეხბურთო სტადიონი და თუ მაინცდამაინც ოლიმპიური გინდა რაღა ამ უსახურ და უნიჭო პროექტს ამტკიცებ, ბერძნული მაინც დაემტკიცებინათ და ბერძნულის გარდა კიდევ რამოდენიმე ქართული ვერსიაც ჯობდა ამას.
როგორ ველოდებოდი, როგორ მახსოვს ის დრო როდესაც ბათუმის დინამოს თავგადაკლულად ვბალეშიკობდი, ბელგრადის ობილიჩი რომ გააგდეს იმის მერე შემიყვარდა ეს გუნდი, გასვლაზე 1-0 მოუგეს, მერე განმეორებით თამაშში ბათუმში პირველი ტაიმის შემდეგ 0-2 აგებდნენ, მეორე ტაიმში 2 გოლი გავიტანეთ და 2-2 დამთავრდა, მერე იყო პსვ ეინდჰოვენი, რომელსაც რამის მოვუგეთ ბათუმში, 1-0 ვიგებდით პაატა მაჭუტაძის გოლით რა დამავიწყებს და მეორე გოლის გატანის სერიოზული შანსი გაუშვა ამირან მუჯირმა, მეკარე გამოვიდა წინ მოიგერია ბურთი და მუჯირმა შორიდან და კუთხიდან, მაგრამ ცარიელ კარში ვერ მოახვედრა ბურთი თორე 2-0 ხდებოდა ანგარიში, საბოლოოდ 1-1 დამთავრდა.
გლაზგოს სელტიკთან ითამაშეს მეორე წელს ძალიან მაგრად, მართალია 2-3 წააგეს, მაგრამ სული და გული დადეს ამ თამაშში, რა დრო იყო წარმოიდგინეთ, ნიკა ტოგონიძე მეკარე, გელა შეყილაძე მახსოვს კიდევ ამ გუნდიდან, მომენატრა ის დრო.
და ყველაფერი ეს რომ მახსოვს როგორ მინდა რომ ბათუმის დინამო გაცოცხლდეს, როგორ ვბალეშიკობდი რომ ლამაზი სტადიონი აშენებულიყო ბათუმში და რა მარაზმი ჩაიდინეს, არაფერი არ გვეშველება არასდროს.