იცი, ძაან საკამათო რამეს ამბობ კოტე...
გააჩნია რითი ადარებ.
შენ ადარებ ერთი მხრიდან ზრდასრულ ფეხბურთელებს, მეორი მხრიდან აღუზრდელ ფეხბურთელებს...
შენ რა გგონია, მარტო ამათი ბრალია, რომ რაღაცებს ვერ აკეთებენ?
ფეხბურთზე არ გივლია? რაც ასწავლეს, იმას აკეთებენ... და ვინ ასწავლის?
რო გაიხედავ, ეგრევე ლიცენზიას გიფრიალებს ყველა და ამ დროს თამაშის გარჩევა არ იციან...
შენ რო ამბობ იმ დროს, მწვრთნელები კი არა, ბალელშიკები არაზბორებდნენ ისე, რო ბარეორს შეშურდებოდა... გინდაც კიროვი გაიხსენე და გინდაც ნებისმიერი პარკი, თუ სადმე რამე არსებობდა...
პირობების შედარებაზე აღარც კი ვლაპარაკობ და ამ პირობებში ბუცს და ბალახს სულაც არ ვგულისხმობ... თუნდაც კვებას ვიგულისხმებ...
მოკლედ ბევრი დეტალია, რაც ერთიანობაში სხვა სურათს იძლევა...
და რაც შეეხება ნიჭს. თუ ნიჭით შევადარებთ, მაშინ კატეგორიულად ვერ დაგეთანხმები...
და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჩელეს უფრო დიდი ნიჭი ჰქონდა, ვიდრე ვთქვათ მჭედლიძეს აქვს;
ან სვანაძეს უფრო დიდი ნიჭი ჰქონდა, ვიდრე კანკავას აქვს;
ან ხინჩაგაშვილს უფრო დიდი ნიჭი ჰქონდა, ვიდრე ასათიანს,
რავი, რამდენი ვინმე ჩამოვთვალო კიდე...
ნიჭი ძალიან სათუთი რამეა და ასე ხელაღებით ვერ მოისროლი
This post has been edited by ballack13 on 11 Oct 2013, 15:36