დღეს საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ევროპის 2015 წლის შესარჩევ ჯგუფში თავის მეორე შეხვედრას ჩაატარებს. მათი მეტოქე კი უშუალო კონკურენტი სლოვაკეთი იქნება, რომელმაც ლუქსემბურგში 1:7 მოიგო და ბურთების კარგი მაჩვენებელი შეიქმნა. სპეციალისტები ამ მატჩში ფავორიტად სლოვაკებს მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი საქართველოსგან სურპრიზს ელის.
სლოვაკეთს ფავორიტობას მატებს საკუთარ მოედანზე თამაში. ბრწყინვალედ დაიწყო შესარჩევი ეტაპი ადგილობრივი
"სპარტაკ ტრნავას" ნახევარმცველმა 19 წლის ივან შრანციმ, რომელმაც ჰეთრიქი მიითვალა ლუქსემბურგელ თანატოლებთან დაპირისპირებაში. მასპინძელბი ამ მატჩს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. მოახლოებულ თამაშთან დაკავშირებით მთავარმა მწვრთნელმა ივან გალადმა კომენტარი გააკეთა: "ლუქსემბურგთან შედარებით საქართველო გაცილებით ძლიერი გუნდია, რაც დაამტკიცეს კიდეც დიფერანდჟში. საკმაოდ სერიოზულად ვემზადებით ამ შეხვედრისთვის, ჩვენ დაგეგმილი 3 ქულის მოპოვებას ვაპირებთ. მეტოქის ფეხბურთელებიდან გამოვარჩევ ჭანტურიასა და ყაზაიშვილის, რომლებიც ჰოლანდიის უმაღლეს ლიგაში რეგულარულად თამაშობენ. ჩვენ ვიცით მოწინააღმდეგის ძალა, მაგრამ მათი არ გვეშინია". სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრების ფასი ჯამში 5 125 000 ევროა, საშუალო ასაკი 20,4 წელი. გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია იტალიური "ბრეშას" მცველი რიჩარდ ლასიკი, რომელიც 600 000 ევრო ღირს, ხოლო "კატანიას" ნახევარმცველის ნორბერტ გიომბერის ფასი ნახევარი მილიონია.
ქართველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, რადგან ამ ჯგუფში მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტი სლოვაკეთია, პირველ პოზიციას კი დიდი ალბათობით ჰოლანდიელები დაიკავებენ. ლუქსემბურგელებთან მატჩის მსგავსად, ვერც სლოვაკებთან დაეხმარება კავკასიელებს გიორგი ილურიძე, რომელსაც ტრამვა აწუხებს. ქართველები სლოვაკებთან დაპირისპირბას აღმატებულ ნოტაზე ხვდებიან, რადგან უკანასკნელ ორ შეხვედრაში ლიტვასთან და ლუქსემბურგთან 7 გოლი გაიტანეს, თავად კი არცერთი მიუღიათ. მწყობში არიან ნაკრების სხვა ლიდერები ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, მამუკა კობახიძე და დავით სხირტლაძე. საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების ფასი 5 175 000 ევროა, ხოლო საშუალო ასაკი 20,6 წელია. ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია გიორგი ჭანტურია, რომელიც ტრანსფერმარკეტ-ის ინფორმაციით 1 მილიონი ღირს, ხოლო საბა კვირკველიასა და ვაკო ყაზაიშვილის სატრანსფერო ფასი 600 000 ევროა. "უფრო კონტრშეტევებზე ვითამაშებთ, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანად დაცვაში ჩავდგებით. შეტევის ხაზი ძლიერი გვყავს, ასევე, ბურთის დაჭერა კარგად შეგვიძლია და ვფიქრობ, ამ კომპონენტში უპირატესობა გვექნება. შევეცდებით, ხშირად ამოვიწიოთ მეტოქის საჯარიმოსთან და მომენტები შევქმნათ. საგოლე შანსები აუცილებლად გვექნება. რაც შეეხება სლოვაკების თამაშს, ვნახეთ მათი ამხანაგური მატჩი იტალიასთან და მოგვეწონა. გამართული გუნდია, სწორად თამაშობენ", - აცხადებს ქართველთა ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი.
დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. საყურებელი ლინკები:
http://livetv.ru/eventinfo/187303_slovakia...1_georgia_u_21/სლოვაკეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან.
მაქსიმალური კოეფიციენტები:სლოვაკეთის მოგებაზე: 1.80 (myBet)
ფრეზე: 3.80 (BetVictor)
საქართველოს მოგებაზე: 4.90 (Pinnacle Sports)
ჰანდიკაპის ზღვარი: +/- 0.75 (სლოვაკეთის სასარგებლოდ)
გუნდების ინფო:
სავარაუდო შემადგენლობები:
წყარო: http://www.preview.ge/news/21_ts'lamde...o/2013-09-09-50