ballack13არ ვღადაობ, მართლა ეგრეა...და ეგეთი შემთხვევები უამრავია თანამედროვე ფეხბურთში....ცნობილია რომ მიუნხენის ბაიერნს ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა ეყიდა სანტოსიდან ნეიმარი, მაგრამ არ იყიდა ..გერმანული ენის არცოდნის გამო და იყიდა ბორუსიიდან გიოტცე...
ჯანფრანკო ძოლა შარშან უოტფორდის რამდენიმე ფეხბურთელს დაემუქრა ინგლისურში მეცადიონებას თუ არ გააგრძელებთ და არ ისწავლით ენას ხელფასს არ გაღირსებთო..იმდენად არ ესმოდათ ფეხბურთელებს მინდორზე ერთმანეთის
ასათიანის მაგალითი გასაგებია ჩემთვის.სიომინმა მამასავით უპატრონა.აღმოსავლეთ ევროპაში კიდე მიდიან მაგაზე ..რისკავენ ..გაამართლებს არ გაამართლებს -ისწავლის ენას ..ვერ ისწავლის
ვერც კიევში და ვერც ცსკა-ში სწორედ ენის არცოდნის გამო ვერ გაიხსნა ბრაზილიელი გილერმე, ზენიტში იგივე დაემართა თურქ ფათიჰ თეკეს..მოსკოვის სპარტაკში 1 წელი ელოდნენ სანამ ველიტონი ისწავლიდა ენას, მანამდე ვაფშე არაფერი ესმოდაო..ეხლა იგივე პრობლემა ჰქომდა კიევში შვეიცარიელ-მაკედონიელ ადმირ მეჰმედის და მაგის გამო გაანათხოვრეს ფრაიბურგში
ყაზანის რუბინი პირდაპირ კონტრაქტში უწერს ფეხბურთელს რომ აუცილებლად უნდა ისწავლოს რუსული ენა..და თუ გრაფიკში ვერ ეტევა (ანუ ვერ სწავლობს) ხელფასს უკავებს...ზენიტში როცა დიკ ადვოკაატი იყო..კონტრატში ეწერათ რომ ინგლისური ესწავლა ყველას (მათ შორის რუსებსაც) რო სხვა და სხვა ეროვნების ფეხბურთელებს ერთმანეთის გაეგოთ
კარლოს ტევესი ამხელა ფეხბურთელია, ვერა და ვერ ისწავლა ინგლისური სანამ სიტიში იყო....ანეგდოტურ სიტუაციაში აღმოჩნდა...პოლიციიდან მოსდიოდა თურმე შეტყობინება ფოსტით რომ გადაეხადა ჯარიმა, ეს ვერ კითხულობდა (ვერ იგებდა) და ბოლოს მართვის მოწმობა ჩამოართვეს
ასევე ცნობილია, რომ ოტმარ ჰიცფელდმა რომელსაც სთავაზობდნენ შეეცვალა სერ ალექსი მანჩესტერ იუნაიტედში..იმის გამო რომ ცუდად იცოდა ინგლისური ენა თავად თქვა უარი..არადა ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტი იყო..
გუს ჰიდინგის წარუმატებლობას რუსეთის ნაკრებში ასევე ენის არცოდნას უკავშირებენ..ღადაობენ რუსები სულ 2 სიტყვა ისწავლა რუსულად და ისიც სამსუნგის რეკლამაში გადასაღებადო

არის შემთხვევები როცა ინგლისურენოვან ფეხბურთელებსაც სერიოზული პრობლემები ექმნებათ როცა ვთქვათ საფრანგეთში მიდიან სათამაშოდ, სადაც არის რეგიონები (ჩემს თავზე გამომიცდია) საერთოდ არ ლაპარაკობენ ინგლისურად..
.მაგალითად აიაქსიდან პსჟ-ში გადასული ჰოლანდიელი ვან დერ ვილი...მხოლოდ იბრაჰიმოვიჩს ვესაუბრები..სხვებმა ინგლისური არ იციანო

ენის არცოდნა, უცხო გარემოში მოხვედრა არ არის ესე მარტივი პრობლემა როგორც შენ უყურებ...შეიძლება უმძიმეს ფსიქოლოგიურ პრობლემად იქცეს და დეპრესიაში გადავიდეს..ჩემი მეგობრების რამდენიმე პატარას დაემართა ეგრე როცა შტატებში გადავიდნენ საცხოვრებლად, დიდსაც იგივე ემართება ..ეწყება დეპრესია..
თებიძის შემთხვევაში მოხდებოდა ის, რომ ენის გამო ამას დაიწუნებდნენ და აიყვანდნენ ისეთს ვისაც ეცოდინებოდა ენა..ანუ კლუბისთვის ენის სწავლაც დამატებითი ხარჯია ..თან თუ წლების მანძილზე ვერ ისწავლა...ეხლა თებიძე იაშინი არ არის და არ ჩათვალეს საჭიროდ ესწავლებინათ დანიური..ან ინგლისური
ამიტომ ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს ვურჩევ აუცილებლად იმეცადინონ და ისწავლონ ენა...დიდი ფეხბურთის ნაწილია დიდი ხანია უკვე
This post has been edited by guriaaa on 21 Sep 2013, 20:50