შედეგი.
შედეგი არის საწუწუნო და ყურებჩამოსაყრელი. შედეგი არა როგორც ერთბურთიანი სხვაობა, არამედ შედეგი, რომელიც არ მისცემს ,,დილას" საშუალებას ითამაშოს მეორე ნომრად, რაც მისი მთავარი კოზირია.
ფაქტია, რომ გასვლითი მატჩების სტატისტიკა ,,ოლბორგთან", ,,ჰაიდუკთან" და ,,რაპიდთან" ერთმანეთს ჩამოგავს - მასპინძლებს მეტ ხანს აქვთ ბურთი (60%-მდე), აწვდიან მეტ კუთხურს (10-მდე) და მეტჯერ ურტყამენ კარში.
სტატისტიკის მიხედვით გუშინდელი თამაში არ იყო ყველაზე უარესი, მაგრამ შედეგის მიხედვით კი.

,,დილამ" უნდა ითამაშოს შემტევი ფეხბურთი, სულ მცირე ორი გოლი აქვს გასატანი თუნდაც დამატებით დროში. ასეთ მდგომარეობაში ,,დილა" არ ყოფილა, პირველ ნომრად ანუ შემტევ ფეხბურთს რამდენად ითამაშებს არ ვიცი.
,,ოლბორთან" და ,,ჰაიდუკთან" ისე წარიმართა თამაშები რომ ,,დილას" გოლი არ გაუშვია. დამთხვევა იყო, გამართლება თუ რა - ამას არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ გოლი არ გაუშვია. ,,ოლბორგთანაც" უკან დაწეული თამაშობდა სახლში, გაიტანა გოლი, კიდევ უფრო სისტემური თამაშით უპასუხა, კიდევ გაიტანა კონტრშეტევაზე და ა.შ. ,,ჰაიდუკთანაც" ,,დილას" პირველმა გატანილმა გოლმა გადაწყვიტა ორმატჩიანი დუელი, რადგან ამ გოლმა საშუალება მოგვცა ის თამაშიც და საშინაო თამაშიც თბილისში პრინციპში მეორე ნომრად გვეთამაშა. (49% გვქონდა შინ ბურთი)
პირდაპირ ვიტყვი, დოლიძეს რომ გამართლებოდა და ის გოლი გაეტანა შეიძლებოდა 0-1 მოგვეგო. და ძალიან დიდი შანსი იყო საკუთარ კედლებში მეორე ნომრად გამაგრებული ,,დილასათვის" ვერაფერი დაეკლო ,,რაპიდს." უბრალოდ ძალიან არ გაგვიმართლა იმ ეპიზოდში, მალევე გოლიც გაუშვა ,,დილამ" და იქვე შეიცვალა რეალობა. ის რომ ასე ახლოს იყო ,,დილა" გამარჯვებასთან, არ ნიშნავს რომ ახლაც ეგრეა.
საგანგაშო კი ის იყო, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ,,დილამ" ვერაფერი შექმნა. ანუ მიუხედავად იმისა რომ მარცხდებოდა განაგრძობდა მკვდარ მეორე ნომრობას, რაც სრულიად გაუმართლებელი იყო ,,ჰაიდუკის" და ,,ოლბორგის" მატჩებისგან განსხვავებით - ე.ი. გუნდს მეტი არ შეუძლია.
,,რაპიდი" ბევრად უფრო მოძრავი და შემქნელი გუნდია. გამორიცხულია, რომ ,,დილამ" თბილისში მუდმივი კონტროლი დააწესოს ბურთზე, დაიკავოს მოედნის ცენტრი და სულ შეტევებში გაატაროს, რაც ,, რაპიდმა" გააკეთა.
,,დილას" შანსები მცირეა, მაგრამ რასაკვირველია არსებობს.
ერთი ვარიანტია სწრაფი გოლი. თუ გაუმართლა ,,დილას" და გაიტანა გოლი პირველ 15-20 წუთში, ეს საშუალებას მისცემს დაიწიოს უკან და დაელოდოს თავის შანსს, თუ არადა დამატებითი დრო მაინც ექნება გარანტირებული.
არის მეორე ვარიანტი. თბილისშიც მეორე ნომრად თამაში იმის იმედით რომ ,,რაპიდი" სადღაც დაუშვებს შეცდომას. ნუ, მთლად ყრუ დაცვა არა, მაგრამ მაინც მეორე ნომერი და სიღრმიდან თამაში.
გამორიცხულია, რომ ,,დილამ" ისეთივე თამაშის ჩვენება შეძლოს როგორიც ,,რაპიდმა" ჩაატარა ანუ ,უდმივად ჰქონდეს ბურთი, სულ უტევდეს, გაიტანოს ერთი და არ გაუშვას. ეს შეუძლებელია შემტევ ფეხბურთთან ერთად.
ერთი სიტყვით ,,დილას" შემდგომ ეტაპზე გასვლა არის ფორტუნას საქმე. გაუმართლებს - გავა. არ გაუმართლებს და ვერ გავა. ვერც ერთი მწვრთნელი რაიმე სიახლეს ვერ დადებს. უბრალოდ ფეხბურთია და ბურთი მრგვალია, შეიძლება ბურთი პირველივე წუთებში აღმოჩნდეს ,,რაპიდის" კარში და მაშინ ცუდად იქნება ავსტრიელების საქმე. ასევე თამაშის განმავლობაშიც უნდა გაგვიმართლოს რომ გოლი არ გაუშვათ, ისეც ხდება და ასეც ხდება, არავინაა ერთი გოლის გაშვებისგან დაზღვეული, ჰოდა თუკი გოლი გავუშვით, შეუძლებელი იქნება სამის გატანა.
დანარჩენი ვნახოთ.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 24 Aug 2013, 00:27
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)