“ზესტაფონი" – "გურია" (ლანჩხუთი)
29 სექტემბერი. 18:00. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
დისკვალიფიცირებული: ილია კანდელაკი (ზესტაფონი), თენგიზ ჩიკვილაძე (გურია).
მსაჯები: ხ. გაგნიძე; ი. უკლება, დ. ჩიგოგიძე; მ. ბეუქლიშვილი.
http://worldsport.ge/ge/page/meshvides-win...li-gamocdis-winგუნდები, რომლებმაც ყველაზე ბოლოს დაიწყეს ჩემპიონატისთვის მზადება. ზედიზედ ორი დასანანი მარცხი განიცადა რატკო დოსტანიჩის "ზესტაფონმა", თანაც, ორივეჯერ ბოლო წუთებზე: "სპარტაკთან" და თასზე "სიონთან". გუნდს ერთადერთი მოგება აქვს და ვინც იმ მატჩს უყურა, დაგვერწმუნება, რომ უცნაურია "ზესტაფონის" ასეთი მდგომარეობა ცხრილში – ვგულისხმობთ "დილასთან" 2:0 მოგებას, სადაც დოსტანიჩის გუნდმა პირწმინდად აჯობა მეტოქეს. "ზესტაფონს" ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა არაა ტემპი, ჟინი და კომბინაციური თამაში.
"გურიას" კი ქება ეკუთვნის. დავით მახარაძის გუნდის ბედი ჰაერში იყო გამოკიდებული, დღეს კი, ცხრილში მეხუთე ადგილზეა. გურულებმა ჩემპიონატში შინ 9 შესაძლებლიდან 9 ქულა აიღეს, მაგრამ უკუშედეგი აქვთ გასვლაზე – ნული ქულა და ასევე ნული გატანილი გოლების გრაფაში.
ერთიც: "ზესტაფონმა" წინა სეზონში ერთ-ერთი მტკივნეული დარტყმა, სწორედ "გურიასგან" მიიღო, თასის მერვედფინალში გასვლაზე 1:0 მოგების შემდეგ, შინ 2:3 წააგო და გავარდა.
* * *
ზესტაფონი-გურია
დისკვალიფიკაცია: ილია კანდელაკი (ზესტაფონი), თენგიზ ჩიკვილაძე (გურია)
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...debis-fasi.html"გურია" რომ სტუმრადაც ასევე წარმატებულად თამაშობდეს, როგორც საკუთარ მოედანზე, მაშინ, ალბათ... ჩემპიონობაზეც ექნებოდა პრეტენზია.
ლანჩხუთელებს შინ თუ 100-პროცენტიანი შედეგი აქვთ, სამაგიეროდ სტუმრად სამივე მატჩი წააგეს და ჯერ გოლიც არ გაუტანიათ.
თუმცა, დღესდღეობით "გურია" თავისთვის ერთობ კომფორტულ პოზიციაზე (V ადგილი) იმყოფება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით საქართველოს ორგზის ჩემპიონზე.
გასაგებია, რომ ახალ მწვრთნელს, სერბ სპეციალისტს რატკო დოსტანიჩს ახალ გარემოსთან შესაგუებლად გარკვეული დრო სჭირდებოდა (ისე როგორც "ზესტაფონის" ახალწვეულებს ერთმანეთთან შესათამაშებლად), მაგრამ მაინც მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ ამ გუნდის ბოლოსწინა ადგილზე ყოფნა.
"ზესტაფონი" და "გურია" ჩემპიონატში არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს, აი, თასზე კი წინა სეზონში ამ გუნდების დაპირისპირება ერთობ უცნაური "სცენარით" წარიმართა.
შეგახსენებთ, რომ თასის მეოთხედფინალის ორივე დაპირისპირება, გუნდების შეთანხმებით, ზესტაფონში ჩატარდა და პირველი მატჩი, სადაც მასპინძლის სტატუსი "გურიას" ჰქონდა, "ზესტაფონმა" 1:0 მოიგო.
აი, "საპასუხო" შეხვედრა კი, ასევე ზესტაფონში" რომ ჩატარდა, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, "გურიას" გამარჯვებით (3:2) დამთავრდა და ნახევარფინალშიც ლანჩხუთელები გავიდნენ.