"თამაზ სტეფანიას სახლეობის ბოლნისის ცენტრალურ სტადიონს რეკონსტრუქცია 2014 წელს ჩაუტარდება. სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "სენსონი" ჩაატარებს.
რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდება მოედნის განახლება, შეკეთდება ტრიბუნები, გასახდელები და ადმინისტრაციული შენობა. სამუშაოების ჩასატარებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 67 ათასი ლარი გამოიყოფა. განახლების შემდეგ, სტადიონი უეფას დადგენილ სტანდარტებს დააკმაოფილებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის სტადიონის მოედნის არასტანდარტული ზომების გამო, "სიონი" პირველი წრის საშინაო მატჩებს რუსთავში და "მიხეილ მესხზე" ატარებდა"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
67 000 ლარად ? ? ?