Citizen Caneეს ცოტა ძველი, 7 ნოემბრის მასალაა, ეხლა ჩამიგდო ლანჩხუთელმა ჟურნალისტმა, მარა კარგად ასახავს რა ხდება ლანჩხუთის საკრებულოში "გურიის" საკითხზე

"ერთი კაი სტიქია გვინდა და მოვა აი ფული "გურიაშიც"
რატო ნატრულობს ლანჩხუთელი დეპუტატი წვიმას და რამდენი ვალი დატოვა ლანჩხუთში მეკარე ძაძამიამ?
"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში სულ წარმოდგენილი იყო სამი საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება კი პირველ საკითხზე იყო. `ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ~ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 დეკემბრის #34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცება საკმაოდ დროში გაწელილი აღმოჩნდა. საკითხი რომ ხმაურიანი იქნებოდა, ამის შესახებ წინდაწინ იყო ცნობილი.
საუბარი გახლდათ საფეხბურთო კლუბ `გურიასთვის~ თანხის გამოყოფაზე. სწორედ ამის გამო საკრებულოს სხდომა დაგვიანებით დაიწყო. ლანჩხუთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის კაბინეტში დეპუტატები დიდხანს მსჯელობდნენ აღნიშნული საკითხის გარშემო. 16 საათზე დანიშნული სხდომა, 16 საათსა და 40 წუთზე გამოაცხადა გახსნილად საკრებულოს თავმჯდომარემ. სხდომას 26 დეპუტატიდან 19 ესწრებოდა.
საფეხბურთო კლუბ `გურიაზე~ საკითხი ამირან გიგინეიშვილის ნაცვლად გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ურუშაძემ წარმოადგინა. როგორც მან განაცხადა, არასამეწარმეო სამეურნეო მიწის შესაძლო გაყიდვიდან შემოსული 85 ათასი ლარი `გურიას~ დაფინანსებაზე მიემართოსო.
როდის გაიყიდება ეს მიწა, არის თუ არა ეს ვარიანტი რეალური, ეს სხდომაზე აღარ განუმარტავთ. აქვე ისიც ითქვა, რომ საკითხი მოუმზადებელი იყო და ის კომისიებს არ განუხილავს.
საკრებულოს წევრთა უმრავლესობა სხდომის მანძილზე საკმაოდ მწვავე განცხადებებით იყო დაკავებული. მათი ნაწილი თვლიდა, რომ ეს ისედაც მწირ ბიუჯეტს დააწვება და წლის ბოლოსთვის შეიძლება საფინანსო ორგანიზაციები უხელფასოდაც დარჩეს.
კახა გუჯაბიძე: _ ამ თანხის გამოყოფით შეიძლება ჩიხში შევიდეთ და ბაღებს, კულტურას და სხვა სამსახურებს ხელფასებიც ვერ მივცეთ. ყველა ხელშეკრულება, რაც ფეხბურთის ირგვლივ არის დადებული გვაჩვენონ.
მერაბ წილოსანი: _ ფეხბურთს მოაკლდეს თანხა მირჩევნია, ვიდრე სხვა სამსახურები დარჩეს უხელფასოდ.
მაკა კვირკველია: _ კლუბის შენახვა უმაღლეს ლიგაში ძნელია. ამას ლანჩხუთის ბიუჯეტი კი არა, სხვა დიდი ქალაქების ბიუჯეტიც ვერ შეძლებს.
ლევან ჩხაიძე: _ ვინ თამაშობს დღეს ადგილობრივი ლანჩხუთის `გურიაში~. 3-4 ლანჩხუთელია კლუბში და თამაშს არ აძლევენ (ამაზე გამგებელმა უპასუხა, რომ ადგილობრივები ათამაშეს, მაგრამ ვერ გაამართლეს) რა საჭიროა 3 მწვრთნელი, 2 არ ეყოფა? ყველა ჩამოსულია. ძაძამია იყო შარშან მეკარე, 1200 ლარის ვაჭამე და ვასვი, ფული არ გადამიხადა, დაწერა რომელიმე გაზეთმა ამაზე?! ლანჩხუთის ფული გამოვყოთ ჩამოყვანილების ხელფასიზა, ასე არ გამოვა.
გიორგი ჩახვაძე: _ არ შეიძლება `გურია~ ჩვენი ხელით დავშალოთ.
გია ორაგველიძე: _ სპონსორი რომ მოვა, ხელშეკრულებაში ჩავდოთ მუხლი, რომ ის ამ 85 ათას ბიუჯეტს უკან დაუბრუნებს.
დავით წულაძე: _ ეს ჩვენი ბრალია რაც ხდება. იმიტომ, რომ რა ფული სჭირდებოდა კლუბს არ ვიცოდით. ხარჯთაღრიცხვაც კი არ გაგვიკეთებია. ახლა კეთილი ვინებოთ და ჩვენი დანაშაული უნდა გამოვასწოროთ.
პაატა ფირცხალაიშვილი: _ ერთი კაი სტიქია გვინდა და მოვა აი ფული `გურიაში~.
ეს განცხადება ფირცხალაიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შესყიდვების სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მთავრობის დადგენილებით ლანჩხუთს სტიქიის სალიკვიდაციოთ დამატებით ერთი მილიონი გამოეყო. მან იქვე ის სოფლები ჩამოთვალა, სადაც თანხები მიიმართება, რასაც მაჩხვარეთის მაჟორიტარ გია ორაგველიძის რეპლიკა მოჰყვა: ლესაში წვიმდა, ნიგოითში წვიმდა, კი მარა მაჩხვარეთში არ წვიმდაო?!
დეპუტატებს შორის გამართული ცხარე კამათის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე მყოფ `გურიას~ დირექტორს კობა მირზაშვილს ჰკითხა, _ რა ხდება სპონსორთან დაკავშირებითო? კლუბის დირექტორმა განაცხადა, რომ 15-ში სპონსორი ჩამოვა და დეტალებზეც მოხდება შეთანხმება. ამას დარბაზში მსდომთაგან რეპლიკა მოჰყვა, _ სპონსორები რომ იყო `ცვენაზე~, ახლა სადააო?!
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ მომავალი წლიდან შეიძლება უმაღლესი ლიგის გუნდები 2 მილიონი ლარით ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდეს და ეს პრობლემა მოგვეხსნებაო.
როგორც საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ განმარტა, _ თუ მსხვილმა გადამხდელებმა, მაგალითად რკინიგზამ და ა. შ., ფული არ ჩამორიცხეს, შესაძლოა ხელფასების გაცემის პრობლემა რეალურად დადგეს. სესიაზე ითქვა, რომ ადგილობრივი შემოსავლები მილიონ 300 ათასი ლარია. ამას დაემატება 85 ათასი და აქ ჯდომით არაფერი არ შემოვა. საჭიროა მეტი გააქტიურება, მინისტრის დონეზეც კი ჩართვაო.
მოკლედ, ფული `გურიას~ საკრებულომ მაინც ერთხმად გამოუყო და კლუბის მესვეურებმა ტაშის თანხმლებით და კმაყოფილი სახეებით სხდომა დატოვეს.
რამდენ ხანს ეყოფა ეს თანხა კლუბს, ეს უკვე არავის უთქვამს"
გაზეთი "ჰო და არა"
იმენნა შერეკილების ახალი სცენარია რა
This post has been edited by guriaaa on 30 Nov 2013, 00:29