უხელფასო და უვაჯიშებელმა "გურიამ" ისევ წააგო, მაგრამ მესამე ადგილს ინარჩუნებს
დინამო თბილისი - გურია 3-1(0-1)
0:1 ისიანი 28, 1:1 ჩისკო 59, 2:1 მერებაშვილი 80, 3:1 დვალი 90’
შეხვედრის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან მრალვლად იქმნებოდა. სტუმართა მეკარემ, მინდია ბობღიაშვილმა საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გაშვებული გოლისგან იხსნა. დაპირისპირების 28–ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან საჯარიმოში გადაგზავნილ ბურთს, მიმართულება ვილი ისიანმა შეუცვალა – სტუმრები დაწინაურდნენ. დედაქალაქელი ფეხბურთელები გაშვებული გოლის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ნახევარი თბილისელმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს, დინამოელები მეტოქის კარს მწვავედ უტევდნენ – დამაჯერებლად თამაშობდა სტუმართა მეკარე. მატჩის 59–ე წუთზე ანგარიშში წონასწორობა აღდგა. მეტოქის კარში გოლი დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა გაიტანა – 1:1. თამაშის მეოთხმოცე წუთზე დინამო დაწინაურდა, ლანჩხუთელთა კარში გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა – 2:1. დღევანდელი დაპირისპირების საფინალო ანგარიში მატჩის ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე დაფიქსირდა, გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა – 3:1.
დინამო: ლორია, გველესიანი, ძარია (პაპუნაშვილი 64’), გლიშიჩი (მიქაბერიძე 58’), ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ჩისკო (დვალი 83’), კვირკველია, ვუო
მწვრთნელი: უჰრინი
გურია: ბობღიაშვილი, შენგელია, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა (გაჩეჩილაძე 46’), კილაძე, კოშკაძე, ისიანი, ჯოხაძე (ტორონჯაძე 69’)
მწვრთნელი: პოკორა
1 დინამო 15 11 3 1 37:12 36
2 ჩიხურა 15 9 3 3 33:21 30
3 გურია 15 8 0 7 17:21 24
4 დილა 15 6 5 4 20:14 23
5 მეტალურგი 15 6 5 4 20:19 23
6 ზესტაფონი 15 6 4 5 17:12 22
7 ტორპედო 15 6 4 5 18:15 22
8 სიონი 15 6 4 5 19:18 22
9 ვიტ ჯორჯია 15 5 3 7 19:23 18
10 მერანი 15 4 1 10 14:30 13
11 სპარტაკი 15 3 1 11 11:24 10
12 ზუგდიდი 15 1 5 9 5:20 8
This post has been edited by guriaaa on 5 Dec 2013, 20:42