acdachisergi_dinamoგაიხარეთ მარა ისეთები ხდება ამ გურიაში...ძაღლი პატრონს ვერ ცნობს..ყველა მეუბნება რომ ასეთი რამე არ გვახსოვსო..დაჭამეს ერთმანეთი...

რატომ სცემეს ლანჩხუთის გამგებელი და ვინ არის „ქოცატყუილა“
გუშინ ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორი, კობა მირზაშვილი, გამგეობის შენობაში შევარდა მის მომხრეებთან ერთად და „გურიას“ მთავარ მწვრთნელად თემურ ლორიას შესაძლო დანიშვნას აპროტესტებდა, მირზაშვილი მხარს ამ პოსტზე დავით მახარაძეს უჭერს. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მირზაშვილის თანმხლებმა, „გურიას“ ერთ-ერთმა მწვრთნელმა, კახა გუჯაბიძემ, ლანჩხუთის გამგებლის, ზაზა ურუშაძის „დაცვის“ წევრის, ნუგზარ ჩხაიძის მხრიდან უხამსი რეპლიკა, საკუთარ სიმამრზე (გოგი გეგიაძე-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი) ვერ მოითმინა და ჯერ ჩხაიძეს გაუსწორდა, შემდეგ კი, ზედ, გამგებელიც „დააყოლა“. გამგეობაში, კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, მეტსახელად „ქოცატყუილა“ სცემეს, თუმცა მისი სახელისა და გვარის გარკვევა ვერ შევძელით.
ნუგზარ ჩხაიძე, ნუგზარ ცინცაძესთან (ცანცუა) ერთად, ლანჩხუთის გამგებლის, ზაზა ურუშაძის ბომბდამშენებად ითვლება, საკმარისია ურუშაძეს „ვინმე“ ან „ვინმეს ქმედება“ ან გამონათქვამი არ მოეწონოს, მეორე დღესვე მის კაბინეტში ეს ორი ვაჟბატონი შეიჭრება და დებოშს ატეხავს. ასე იყო ლანჩხუთის გამგებლის პირველი მოადგილის, ვახტანგ ზენაიშვილის პრესკონფერენციის დროს. ასე მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში, როცა ამირან გიგინეიშვილმა პოლიცია გამოიძახა. და სხვას რომ თავი დავანებოთ ამ ადამიანების ქმედებამ ჩაშალა გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.ლანჩხუთში
განრისხებული გუჯაბიძისა და მოჩხუბრების დაშოშმინებას გამგეობის პარალიზებაც მოჰყვა. შიშისაგან თანამშრომლები საკუთარ კაბინეტში ჩაკეტილან. მომხდარიდან ერთ საათში, „გურიის მოამბესთან“ საუბარში, მირზაშვილი დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ დავით მახარაძის მწვრთნელად დანიშვნის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და კლუბში ყველაფერი გარკვეულია, „გურია“ ამ დღეებში შეიკრიბება.
თუმცა ცოტა ფრთხილი იყო ჩვენთან კომენტარში გამგებელი ზაზა ურუშაძე:“თუ ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი, ამას ამ დღეებში შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, გუნდი ორმა ფეხბურთელმა დატოვა-კოშკაძე და ჯიშკარიანი გორის „დილაში“ ისინჯებიან, ადგილობრივ ბიუჯეტში კლუბზე 625 ათასი ლარია ჩასმული და ვფქირობთ ორი სამი ფეხბურთელის დამატებას.“-გვითხრა ურუშაძემ.
ინციდენტზე გამგებელს კრინტიც არ დაუძრავს, ჩვენს შეკითხვაზე კი გვიპასუხა:“რას ამბობთ, რა სისულელეაო!“.
ლანჩხუთის გამგეობაში განვითარებული მოვლენების გამო, გურიის გუბერნატორი დაპირისპირებულ მხარეებს იმ დღესვე შეხვდა, რასაც, სავარაუდოდ, მხარეების დაშოშმინებაც მოჰყვა.თუმცა გიორგი ჩხაიძეს „გურიასთან“ დაკავშირებით, ლანჩხუთში კიდევ ერთი შეხვედრა, კლუბის ბედით დაინტერესებულ საზოგადოებასთან, ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე ჰქონდა.
გურიის გუბერნატორთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, გუბერნატორმა შეხვედრაზე მისულ ადამიანებს სთხოვა წარმოედგინათ ყველას თავთავიანთი ხედვა, თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან ისე გამოსვლა, რომ არც კლუბი დაზარალდეს, არც ფეხბურთის გულშემატკივრები და ბიუჯეტმაც შეძლოს უმაღლესი ლიგის გუნდის რჩენა.
როგორც მოგახსენეთ, ლანჩხუთის ბიუჯეტიდან კლუბის საქმიანობისათვის 625 ათასი ლარი გამოიყო, კობა მირზაშვილის ჯგუფი 1 400 000 ლარს ითხოვს, რაც ადგილობრივი ბიუჯეტისათვის შეუძლებელია. ამ დროს თავისი გეგმა წარმოადგინა თემურ ლორიას ჯგუფმა, რომლის ხარჯთაღრიცხვა 900 ათასი ლარია, ეს დაახლოებით სამასი ათასით მეტია, ვიდრე ბიუჯეტითაა გათვალისწინებული, მაგრამ ნახევარი მილიონით ნაკლები მირზაშვილის მოთხოვნაზე.
გუბერნატორმა პირველ შეხვედრაზე გააჟღერა სურვილი, რომ ის მზად იყო დახმარებოდა ლანჩხუთის „გურიას“ მენეჯმენტის მოწესრიგებასა და ბიუჯეტის გარდა საჭირო ფინანსების მობილიზებაში, თუ მოთხოვნილი თანხა უფრო ადეკვატური და რეალური იქნებოდა.
სწორედ ლორიას ჯგუფის ინიციატივამ გაუჩინა განცდა კლუბის ადმინისტრაციას, მოსალოდნელ, შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით-რომ გიორგი ჩხაიძემ შესაძლოა ლორიას გეგმა მოიწონოს, დანარჩენი 300 ათასის მობილიზება საკუთარ თავზე აიღოს და... ლანჩხუთის გამგეობაში შევარდნაც ერთგვარი პროფილაქტიკა იყო.
იურიდიულად, ერთადერთი პირი, ვისაც საკადრო ცვლილებების განხორციელება შეუძლია კლუბში, ეს ლანჩხუთის გამგებელია. თუმცა ცემო ის, ვინც შენ გნიშნავს და განთავისუფლებს, მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს ბევრი საერთო აქვთ ერთმანეთთან და ეს საერთო-„მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია“, არის მთავარი და ამოსავალი წერტილი.
თუმცა ამ „პროფილაქტიკურმა“ ნაბიჯებმა გაუჩინა განცდა საზოგადოებას, რომ „გურიას“ ამჟამინდელი ხელმძღვანელობისათვის მთავარი არა კლუბის ბედი, არამედ იმ 625 ათას ლარზე წვდომაა, რომელიც ჯერ კიდევ ბიუჯეტშია.
თუ დღემდე კლუბი ორად იყო გაყოფილი და დეპუტატ-თემურ ჩხაიძისა და გამგებელ ზაზა ურუშაძის დუეტი კობა მირზაშვილსა და მის გუნდს უპირისპირდებოდა, დღეის შემდეგ ეს ორი დაჯგუფება კვლავ ერთადაა, ამჯერად ისინი, ზოგი ფარულად, ზოგიც აშკარად გუბერნატორს უპირისპირდება.
რას მოიმოქმედებს გუბერნატორი ამას მომავალი გვიჩვენებს . ერთადერთი, რაც მისი მხრიდან კატეგორიულად გაცხადდა, ისაა, რომ ამ ეტაპზე მან ,,ხელი დაიბანა“ და ყველაფერზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას და კლუბის ადმინისტრაციას აჰკიდა. ამას, თუ კარგად დავაკვირდებით, მავანთათვის კარგად მოფიქრებული ფანდი შეიძლება ვუწოდოთ . ერთის მხრივ, უგუბერნატოროდ, რა დამატებითი სახსრების მომპოვებელია ურუშაძე, ეს ლანჩხუთში ბავშვმაც კი შეიძლება აგიხსნათ. მეორეც- ჩემი ფუნქცია მონიტორინგია და ამას აუცილებლად მოვახდენო-არაორაზროვნად განაცხადა ჩხაიძემ. აქ პირველ რიგში კლუბის დეფიციტური
ბიუჯეტის მონიტორინგი უნდა ვიგულისხმოთ.
ვინ ვინ და გუბერნატორმა კარგად იცის, რომ დღეს არსებული კლუბის ფაქტიური და ფიქტიური ხელმძღვანელობა, რომელიც ყველაფერს აკეთებს კლუბში მართვის სადავეების შენარჩუნებისთვის, როგორც ამბობენ, „შორს სულაც არ არის“ „შავი ბუღალტერიისაგან“.მოკლეთ, დღეს ლანჩხუთი სულგანაბული ელოდება როგორ დამთავრდება დაპირისპირება, რომელიც უარეს შემთხვევაში, გუნდის პერსპექტივასთან ერთად გამგებლის სკამსაც შეიწირავს. საინტერესოა ჩაიყოლებს თუ არა ”პოლიტიკურ საფლავში” ურუშაძე-ლანჩხუთელებისთვის საამაყო, საფეხბურთო კლუბს.
გურიის მოამბე
http://guriismoambe.com/?m=68&news_id=6863გამგებელისა და კლუბის გამოხმაურება ამ პუკლიკაციაზე
„რატომ სცემეს ლანჩხუთის გამგებელი“ - ფაქტი თუ შეკვეთილი წერილი?!
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძემ გამგებლის პოსტი საკმაოდ რთულ ვითარებაში დაიკავა. მუნიციპალიტეტში ძალიან მძიმე პოლიტიკური ვითარება იყო შექმნილი. აბსოლუტურად, ცარიელი ბიუჯეტი, უმძიმესი სიტუაცია დახვდა ყველა სფეროში. ამ ადამიანმა შესძლო და მოახერხა სიტუაციის დალაგება. უმძიმესი ვითარება აღმოჩნდა ლანჩხუთის „გურიაში“, თუმცა რომ არა, კლუბისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის კოორდინირებული მუშაობა, ის შედეგი, რაც დღეს „გურიას“ აქვს, ალბათ, არ მიიღწეოდა.
13 იანვარს ზაზა ურუშაძე კლუბის წევრებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან გიგინეიშვილთან ერთად ცდილობდა გარკვეულიყო რა ვითარება იყო ამ დროისთვის კლუბში. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონიათ. ამ ფაქტს ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარეც. თუმცა, რატომღაც წერილის ავტორმა მასთან ამის გადამოწმება არ ისურვა.
„- მსგავსი არაფერი მომხდარა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად მსჯელობა გვქონდა სხვადასხვა საკითხებზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი პარალიზება არ მომხდარა. კლუბის ხელმძღვანელობას სრული უფლება აქვს მწვრთნელი საკუთარი შეხედულებისამებრ დანიშნოს. რაღაცეებზე შევთანხმდით და ვისაუბრეთ,რაღაცეებზე _ ვერა. მეტი არაფერი ყოფილა“ _ აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.რჩება შთაბეჭდილება, რომ წერილი დაკვეთითაა დაწერილი და მას მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა _ ზაზა ურუშაძესა და გუბერნატორს შორის ურთიერთობის „დალაგება“.
საფეხბურთო კლუბ „გურიას“ პრესსამსახურის განცხადება:
გვინდა პასუხი გავცეთ რეგიონული გაზეთის „გურიის მოამბის“ სტატიას „რატომ სცემეს ლანჩხუთს გამგებელი და ვინ არის „ქოცატყუილა“.
სტატიის მარგალიტს, თითქოსდა „გურიის დირექტორი კობა მირზაშვილი მთავარ მწვრთნელად თემურ ლორიას შესაძლო დანიშვნას აპროტესტებდა“ განვმარტავთ, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე, სხვადასხვა მანქანებით დაშლილი გუნდის გაწვრთნა სწორედ თემურ ლორიას შესთავაზეს კობა მირზაშვილმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, მაგრამ ლორიამ კატეგორიულად იუარა შემოთავაზება მოტივით: მე ამ გუნდთან ერთად ვერ ვიმუშავებო.
საინტერესოა, როგორ აპირებდა თემურ ლორია თავისი სიტყვების უკან წაღებას და „სხვა“ გუნდთან ერთად მუშაობას?! ყურადღებას გავამახვილებთ შემდეგ გარემოებაზე: სტატიის ავტორი აღნიშნავს კლუბის ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილ 1 400 000 ლარზე და იქვე დასძენს, რომ თემურ ლორია და „მისი გუნდი“ ამ საქმის 900 000 ლარად გააკეთებსო. განვმარტავთ, რომ მოთხოვნილ თანხაში გათვალისწინებულია იმ დავალიანების გასტუმრებაც, რომელიც კლუბს მემკვიდრეობით ერგო წინამორბედებისაგან. (კერძოდ, 380 000 ლარი „პრივატბანკიდან“ და „პროგრესბანკიდან“ აღებული სესხი) ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 900 000 ლარი დაიხარჯა პირველ ლიგაში, მხოლოდ ერთი გუნდის შესანახად. მაშინ, როცა მოთხოვნილი თანხით მოქმედი ხელმძღვანელობა 4 გუნდის (ძირითადი შემადგენლობის, დუბლშემადგენლობის და დაჭაბუკთა ლიგის ორი გუნდი) შენახვას გეგმავს.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გამგებლისა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობდა და არც არსებობს. ინფორმაცია, თითქოს დეპუტატისა და გამგებლის ტანდემი უარყოფითად იყო განწყობილი კლუბის დირექტორატის წინააღმდეგ, მავანთა მიერ ბინძურად შეთითხნილი ჭორებია. როგორც ჩანს, ზემოთ აღნიშნული აღაშფოთებს სტატიის „შემოქმედს“ და მის ზურგს უკან ამოფარებულ პროვოკატორებს, რომლებმაც დღემდე ვერ მოინელეს პოზიციების დათმობა.
რაც შეეხება სტატიის ავტორს მიერ დაანონსებულ „შავ ბუღალტერიას“. განვმარტავთ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მიზნობრივადაა გახარჯული, რისი გადამოწმებაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ვფიქრობთ, რომ რეგიონის პირველ პირს „ხელი არ დაუბანია“ ლანჩხუთის „გურიაზე“ და იგი არსებულ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ მხარში დაუდგება ნებისმიერი გურულისათვის საამაყო ლანჩხუთის „გურიას“.
.................................................................................. ;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;; .......................................................
რამე თუ გაიგეთ ამხელა "შემოქმედებიდან" არ დაიზაროთ დაწერეთ..
მე მგონია რომ ამ ხალხს არა გურიას სიყვარული, არამედ ბიუჯეტის ფულის შეჭმის დაუოკებელი სურვი კლავს..აქეთაც და იქეთაც