ლანჩხუთის სპორტის მუზეუმი ვნახე ბოლო ბოლო

და, საინტერესო ნივთები აღმოჩნდა, მინდა გაგიზიაროთ
და ამის გამო ვარღვევ პირობას რომ ამ თემაში აღარ დავპოსტავდი
ეს ყოფილა გურიას თილისმა, ხისგან დამზადებული ბურთი და ბუცი, რომელიც კლუბს უმაღლესს ლიგაში გადასვლის გამო გადაეცა. ინახებოდა სტადიონზე, 90-იანებში გაუძარცვავთ და სხვა ბევრ ძვირფასს რელიქვიასთან ერთად დაკარგული ყოფილა. მუზუმის გახსნის მერე, ერთ ტიპს უთქვამს პოლიტრას თუ გამიჩითავთ კაი რამეს მოვიტანო და ...ეს მოუტანია


ესეც "გურიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლის საპატივცემულოდ ჩამოუსხიათ, ოღონდ რა ღვინოა ვერ გავარკვიე


ეს სუვენირი ყაბალახიანი "გურიას" ფანი, საბჭოთა დროსაა დამზადებული

ასეთი საჩუქრები სტადიონზე ბევრი ყოფილა თუმცა გაძარცვის მერე მხოლოდ ესენი გადარჩენილა გალის

და ხობის გულშემატკივრებისგან


ლეგენდარული ანდრო ჟორდანიას პორტრეტი, რომელმაც ლანჩხუთში პირველი საფეხბურთი გუნდი კიმ-ი დაარსა, ვისი შესრულებულია ვერ დავადგინე

ესეც საბჭოთა დროინდელი კლუბის პლაკატი

კლუბის ლეგენდარული დროშა, ფეხბურთელების ხელმოწერებით


ეს 1977 წლის წლის ცნობილი მატჩი საბჭოთა კავშირის თასზე გურია - ცსკა, ამ მატჩის მერე დაიბეჭდა ფუტბოლ ი ხოკეიში პონედელნიკის ცნობილი წერილი წერტილი რუქაზე

ესეთი მქონდა 87 წლის რუსულ ენაზე, ამ აბონიმენტით აღარ გვითამაშია

ეს რაღაცა უცნაური ფორმა გვაცვია, რა თამაშია ვერ დავადგინე

ეს უხარისხო გამოვიდა რომელი წელია არ აწერია

ესეც სპორტის მუზეუმის უსტაბაში მერაბ ბატონი

კიდე საინტერესო პროგრამები ვნახე და მერე დავდებ
This post has been edited by guriaaa on 28 Aug 2014, 20:52