მახარაძის პოზიციას გაგაცნობთ:
"ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. არ მაქვს პრეტენზია, ვინც ფულს იხდის, ვისაც უნდა, იმას დანიშნავს, თუმცა ამის შესახებ მე გაზეთიდან არ უნდა გამეგო.
ამის შემდეგ, რაც უნდა მოხდეს, "მეტალურგთან" გუნდს არ გავიყვან.
საერთოდ არაფერი ვიცოდი, სამშაბათს სათასო თამაში გვქონდა თერჯოლაში და არავის არაფერი უთქვამს. ფოთში ჩამოსულმა გავიგე ეს ამბავი და დირექტორს რომ დავურეკე, ვეღარ უარყო", - გვითხრა მახარაძემ.
___________________________________
კობა მირზაშვილი, გურიის დირექტორი:
- ჩვენ მას სამშაბათს ვაცნობეთ ამის შესახებ. მოლაპარაკებები მიდიოდა და წინასწარ არაფერი ვიცოდით...
ზაზა ურუშაძე:
- ჯერჯერობით კონტრაქტი გაფორმებული არ არის, არც დეტალებია დაზუსტებული.
- თუმცა მთავარ მწვრთნელს უნდა სცოდნოდა თუნდაც მოლაპარაკებების შესახებ. მისი მუშაობითა და "გურიის" თამაშით უკმაყოფილო იყავით?
- ნამდვილად არა. რაც მან გუნდი ჩაიბარა და თან - როგორ სიტუაციაშიც, უკმაყოფილო არ ვიყავით.
- აბა, რა საჭირო იყო მისი შეცვლა?
- ჩვენ უფრო მეტს ვითხოვთ და ამიტომაც მოვიწვიეთ ბატონი პოკორა. "დინამოსთან" თამაშის შემდეგ ფეხბურთელების ფიზიკურად მომზადება ვერ მოხერხდა, სწორედ ამის გამო წავაგეთ ქუთაისში. უკრაინელმა მეგობრებმა გვითხრეს, რომ ბატონი რომანი გუნდებს ფიზიკურად კარგად ამზადებს. თუ წარმატება არ იქნება, მასაც შევცვლით.
- თუ საიდუმლო არ არის, რამდენია ახალი მწვრთნელის ანაზღაურება?
- რაც დავით მახარაძეს ჰქონდა, იმ თანხას მიიღებს.
- იქნებ დაგვიკონკრეტოთ?
- 2500 ლარი.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...atsvrthnis.html