
კახი გოგიჩაიშვილი ლანჩხუთის "გურიას" მთავარი მწთნელი გახდა. 46 წლის სპეციალისტი ბოლოს თბილისის "დინამოს" ედგა სათავეში, რომელიც მაისში დატოვა. მანამდე კი 35-ე სკოლის გუნდს და თბილისის დინამოს დუბლებს წვრთნიდა. ასევე უმუშავია ს.კ. ზესტაფონის მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ.
გოგიჩაიშვილმა ფეხბურთის თამაში 10 წლის ასაკში 1978 წელს 35-ე სკოლაში, მწვრთნელ გიორგი ბუაძის თაოსნობით დაიწყო. პირველი პროფესიული გუნდი 1986 წელს თბილისის "შევარდენი" იყო, 1987 წელს უმაღლესს ლიგაში მისი დებიუტი ლანჩხუთის "გურიის" შემადგენლობაში შედგა; 1988-91 წლებში კი თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა.
1991 წელს ლანჩხუთის "გურიას" დაუბრუნდა. ასევე ითამაშა თბილისის "შევარდენი 1906"-ში, "სამტრედიაში", ისევ დინამოში, "ლოკომოტივსა" და "მერანში". 1998 წელს, ჯერ ისრაელში აშქელონის "ჰაპოელის", შემდეგ კი რუსეთში ნიჟნი ნოვგოროდის "ლოკოს" ღირსებას იცავდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გოგიჩამ 27 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
მანამდე "გურიამ" კონტრაქტი ირაკლი ვაშაკიძესთან გააფორმა, რომელიც კლუბში ტრანსფერების მენეჯერი იქნება.
ლანჩხუთის გურიას მთავარი მწვრთნელები (1952-2015)
გივი იმნაიშვილი 1952-53
ლადო ნარიმანიძე 1954-56
ვიქტორ ბერეჟნოი (რუსეთი) 1957
ბორის ჩიტაია 1958
შალვა კაკაბაძე 1959-1979
ალექსანდრე კოტრიკაძე 1980-81
მურთაზ ხურცილავა 1981-82
შალვა კაკაბაძე (მეორედ) 1983
ალექსანდრე კოტრიკაძე (მეორედ) 1984-85
ბეგი სიხარულიძე 1986
ალექსანდრე კოტრიკაძე (მესამედ) 1987
მიხეილ ფომენკო (უკრაინა) 1987-89
მურთაზ ხურცილავა (მეორედ) 1990
გიგლა იმნაძე 1990-93
თემურ ჩხაიძე 1993-94
გიგლა იმნაძე (მეორედ) 1994-95
ბორის დუდაროვი 1995
ბეგი სიხარულიძე (მეორედ) 1995-96
გიგლა იმნაძე (მესამედ) 1996
გია თავაძე 1997
ავთანდილ ნარიაშვილი 1997
ბეგი სიხარულიძე (მესამედ) 1998
ჯონი ჯანელიძე 1998
ავთანდილ ნარიაშვილი (მეორედ) 1998-99
შოთა პატარაია 1999-2000
ზაზა გურიელიძე 2000-01
გუბაზ დოლიძე 2001
სოსო ფრუიძე 2001
იმედო დუნდუა 2001
ავთანდილ ნარიაშვილი (მესამედ) 2001
რამაზ ფირცხალაიშვილი 2001-03
თემურ ლორია 2004-07
ზვიად ენდელაძე 2007
ირაკლი ფაცურია 2008
ავთანდილ ნარიაშვილი (მეოთხედ) 2008-09
კახა ებრალიძე 2009
გია ჩხაიძე 2010
ირაკლი ფაცურია (მეორედ) 2011
გიგლა იმნაძე (მეოთხედ) 2011-12
თემურ ლორია (მეორედ) 2012 – 13
დავით მახარაძე 2013
რომან პოკორა (უკრაინა) 2013
დავით მახარაძე (მეორედ) 2014
თემურ ლორია (მესამედ) 2014-2015
გიგლა იმნაძე (მეხუთედ) 2015
კახი გოგიჩაიშვილი 2015 წლის 24 ივნისიდან -
This post has been edited by guriaaa on 25 Jun 2015, 17:57