გრიგოლეთი ბაზის რეკონსტრუქციის პროექტი



გრიგოლეთის ბაზის ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მაკეტი და პროექტის დეტალები
პირველი სართული გათვლილია 22 პერსონაზე, საერთო ფართია 338,45 კვ.მ. აქედან დერეფანი – 62,48 კვ.მ. ტექნიკური ოთახი – 2,1 კვ.მ. საპრესკონფერენციო დარბაზი – 62 კვ.მ. რვა ნომერზე მოდის 143,24 კვ.მ. ორი ნომერი ოთხადგილიანია (თითოეული 22,67 კვ.მ.), ორიც – სამადგილიანი (თითოეული 18,33 კვ.მ.), ხოლო 4 – ორადგილიანი (15,12 კვ.მ.-დან 15,5 კვ.მ.-მდე). ყველა ნომერს ცალკე აქვს სველი წერტილები – ჯამური ფართია 28,86 კვ.მ., ცალკე მოეწყობა საუნა თავისი ნომრებით – 36,87 კვ.მ.
მეორე სართული, რომლის საერთო ფართია 270,3 კვ.მ., გათვლილია 24 პერონაზე. ათ ნომერზე მოდის 156,03 კვ.მ. 2 ნომერი ოთხადგილიანია (თითოეული 22,67 კვ.მ.), ხოლო 8 – ორადგილიანი (12,6 კ.მ.-დან 15,5 კ.მ.-მდე). ყველა ნომერს ცალკე აქვს სველი წერტილები – ჯამური ფართია 20,20 კვ.მ., ვერანდა – 42,64 კვ.მ. ორ მხარეს, თითოული – 21,32 კვ.სმ. დერეფანი – 51,43 კვ.მ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით უკვე მიმდინარეობს გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე 46 პერსონაზე გათვლილი ორსრთულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 20 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. სამუშაოებს შპს „modern archirectural group‘‘ ასრულებს. პროექტი დაახლოებით, 350 ათასი ლარი დაჯდება.