#37809738 · 30 Aug 2013, 22:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა არის საჭირო ნებისმიერი კლუბის წარმატებისთვის?
1) კარგი მწვრთნელი 2) გუნდის პრეზიდენტი (ბორდი), რომელიც შექმნის ნორმალურ ბაზას კლუბისთვის, არ ჩაერევა მწვრთნელის საქმეებში, მისცემს მას დროს, ერთი სიტყვით, სტაბილურ გარემოს შექმნის კლუბის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და თავს არ გაუვა. 3) იმ დონის ფინანსები მაინც, რომ ნორმალური ტრანსფერები განხორციელდეს (არაფერი წარმოუდგენელი არ არის, ასე 10 ლიმონის ბიუჯეტი თავზე გადაუვა) და ამგვარი ტრანსფერებით გუნდის მიზანმიმართული გაძლიერება საჭირო პოზიციებზე
მორჩა. მეტი არაფერი. აი ეს სამი კომპონენტი ერთად რომ ჰქონდეს რომელიმე ქართულ კლუბს, ევროპაზე ყოველ წელს გავიდოდით გულშემატკივრობა-ფანკლუბი რა პრობლემაა, ისე ვართ მოწყურებული ქართული გუნდის მოგებას, ერთ დაძახილზე ვავსებთ ლოკომოტივსაც და დინამოსაც არც კონკურენტუნარიანი გარემოა მთლად აუცილებელი, აგერ შერიფის, ბატეს, ზაგრების დინამოს მაგალითი ავიღოთ ერთი სიტყვით, მწვრთნელი, პირობები და მინიმალური დონის ფინანსები მაინც და საქმე მშვენივრად წავა.
სამწუხაროდ, დილას მეორე და მესამე კომპონენტები დააკლდა, დინამოს კი პირველი და მესამე (ბაზას მიხედეს, მაგრამ სატრანსფერო პოლიტიკა როგორი აქვთ, ყველამ კარგად ვიცით) ამიტომაც არ გვაქვს შედეგი - სამი აუცილებელი კომპონენტიდან ერთით შორს ვერც ერთი კლუბი ვერ წავა.
რა არის გასაკეთებელი ქართულ კლუბებთან მიმართებაში? დილას შემთხვევაში - დროზე გამოძებნონ ნორმალური კლუბის მეპატრონე ან სპონსორი მაინც, რომელიც შექმნის ფინანსურ სტაბილურობას, არ გაუშვან დევდარიანი და აცადონ გუნდის შენება. ანუ ჩადონ კლუბში მინიმალური ინვესტიცია მაინც და 2 წლის მერე (თუ მანამდე არა) ორმაგად დაუბრუნდებათ. დინამოს შემთხვევაში - სასწრაფოდ მიხედონ ბორდს, გაუშვან ვინც გასაშვებია. უჰრინის კომპეტენცია ეჭვს იწვევს, მაგრამ ჯანდაბას, მაგ კლუბიდან გასაშვები ვინცაა, ყველამ კარგად ვიცით. მოიყვანონ ნორმალური მენეჯერი, რომელიც მწვრთნელთან შეთანხმებით მოახდენს გუნდის გაძლიერებას საჭირო ფეხბურთელებით. ორ წელზე მეტი წესით არც ამას უნდა დასჭირდეს და სავსებით შესაძლებელია ევროპაზე უპრობლემოდ გასვლა
This post has been edited by Darker Side on 30 Aug 2013, 22:15
--------------------
I wish for the rocket ships come here saba giorgi-o
∆
იოანეს გამოცხადება აპოკალიფსისშიც ნათქვამია რომ ვინც პიდარასტებს დასდევს პიდარასტისვე ყლით განიგმირებაო , სიტყვასიტყვით ასე წერია © ჰელჰამერა
|