რა საბერძნეთის სტილი

რა ოტო რეჰაგელი

რაღა გვიჭირდა...
ოტო რეჰაგელის გუნდი თამაშობდა ქრესტომათიულ დაცვით ფეხბურთს. მეტოქეს უთმობდა ბურთს და ცენტრს, მაგრამ დასარტყმელ პოზიციაზე და დარტყმის უფლებას არ აძლევდა. დარბოდნენ ხოლმე მეტოქეები გარდიგარდმო და არ იცოდნენ რა ექნათ, გადაკეტილი ქონდათ ხოლმე ბერძნებს კარამდე მისასვლელი ყველა გზა. ამ დროს როგორც კი ბურთს მოიფეხთეფდნენ მოკლე სწრაფი პასებით ან გამჭოლი გადაცემით ან ერთი-ერთზე გაყავდათ ერთადერთი თავდამსხმელი, ან რიცხვობრივ უპირატესობას უქმნიდნენ და ჰაიდა... თამაშში რომ 2 მომენტი ქონოდათ ეგეთი ერთს გაიტანდნენ. გოლს კიდე არ უშვებდნენ.
მაგრამ მასეთ თამაშს ჭირდება უუუუუუუუუუუდიდესი ფიზიკური მომზადება, თავდადება და კონცენტრაცია. აქედან ბერძნებს არცერთი თვისება არ აკლდათ.
რასაც ქეცბაია თამაშობს, არ არის დაცვითი ფეხბურთი.
შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ გუნდს, რომელიც დაცვით ფეხბურთს თამაშობს, თამაშის განმავლობაში კარში 30-ჯერ არ ურტყამენ. იმიტომ რომ დაცვითი ფეხბურთის მუღამი ის არის, რომ მეტოქეს კარში არ უნდა არტყმევინო...
თუ იჯექი საკუთარ საჯარიმოში 11 კაცით და 20 მეტრიდან არტყმევინე მეტოქეს იმ იმედით რომ ან მეკარეს გაარტყავს, ან მცველს, ან ააცილებსო და როგორმე 0:0-ს შევინარჩუნებო... დაცვითი ფეხბურთის კი არა Y-ობის მიმდევარი ხარ ესე იგი.
ქეცბაიას გუნდში რაც ხდება, იმასთან არც რაიმენაირი ტაქტიკაა კავშირში, არც სტრატეგია, არც ფეხბურთელების ნიჭი თუ უნიჭობა...
სრული ვაქხანალია და ბაირამდუდუკი სუფევს მოკლედ საქართველოში...
რეჰაგელიო... სად არის რეჰაგელი და კარგი ცხოვრება.
და ნეტა კარაგუნისის დონის გვყავდეს ან სამარასის კიდე ერთი-ორი კაცი მაინც (ნუ ქეცბაიას ხელში იმათაც დედის ნაწლავები ექნებოდათ ყელზე სემოხვეული, მაგრამ მაინც)