"ილიჩევეცის" თავკაცი: ოქრიაშვილი და თარგამაძე ერთი თვეა, არ გამოჩენილან
AutoSharing Option Yes No
14:09 25-11-2013
უკრაინული პრემიერლიგის XVII ტურში "დნიპრომ" შინ 3:1 სძლია "ილიჩევეცს". დნეპროპეტროვსკში ვერ შედგა "ქართული" დერბი, რადგან მარიუპოლის გუნდის ქართველები, თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე, განაცხადშიც არ ყოფილან.
"ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა გადაცემა "პროფუტბოლში" გუნდის ქართველ ლეგიონერებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი სხვა გუნდში გაშვება სურს.
"ორი ქართველი - ოქრიაშვილი და თარგამაძე, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ ნაკრებში წავიდა, აღარც დაბრუნებულა.
მინდა ამ ბიჭებმა თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენა სხვა გუნდში სცადონ, რადგან ფიქრობენ, რომ "ილიჩევეცის" დონისთვის უკვე "გადაზრდილები" არიან", - თქვა პავლოვმა.
შეგახსენებთ, რომ თარგამაძეცა და ოქრიაშვილიც კონტრაქტით დონეცკის "შახტარს" ეკუთვნიან, "ილიჩევეცში" კი იჯარით თამაშობენ.
გამეცინოს თუ დავიგრუზო არ ვიცი