“მსოფლიო სპორტი” ბაჩანა არაბულზე გუშინ წერდა, რომ ფეხბურთელი სამუშაო ვიზის არქონის გამო, ისევ თბილისშია და ესპანურ “ალკორკონში” ვერ თამაშობს. არაბული ინდივიდუალურად ვარჯიშობს. უახლესი ამბავია, რომ ვიზის პრობლემა მოგვარდა და ბაჩანა სამშაბათს გაფრინდება მადრიდში. “ალკორკონი” მადრიდის გარეუბნის გუნდია, სეგუნდა დივიზიონში მე-14 ადგილზეა და სამეფო თასის მერვედფინალშია გასული: “ალკორკონმა” “გრანადა” გამოთიშა 1/16 ფინალში.
“არაბული ორშაბათს აიღებს ვიზას და სამშაბათს უკვე გაფრინდება მადრიდში. მთავარია, რომ ეს პრობლემა მოგვარდა” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” “საბურთალოს” გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.
ცნობისთვის, არაბული “საბურთალოს” ეკუთვნის, განათხოვრებულია “ალკორკონში” და დიდი შანსია, ზაფხულამდე სეგუნდა დივიზიონის კლუბში ითამაშოს. ყოველ შემთხვევაში, მთავარი პრობლემა მოგვარდა.
ვახ რახან მოგვარდა იქნებ ეშველოს ამ ნიჭეიერ ბიჭს

ვენაცვალე ჯიგარში ჩემი მოგვარეა თან
.