უმაღლესი ლიგის XIII ტურის წინ: ისტორიულად სასურველი...
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...-sasurveli.htmlისე მოხდა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ხანმოკლე პაუზის მერე დაბრუნებულ გია გეგუჩაძეს მაინცდამაინც თავის ყოფილ გუნდებთან მოუწია ზედიზედ მატჩების ჩატარებამ: წინა ტურში - "დინამოსთან" , ახლა კი - "ტორპედოსთან"!
ამას გარდა, 24 ნოემბერს გასამართ "იმერულ დერბის" სხვა დატვირთვებიც აქვს: "ზესტაფონის" არსებობის ისტორიაში პირველად უნდა მოხდეს, რომ ამ გუნდმა თავისი პირველი და ერთადერთი პრეზიდენტის ილია კოკაიას გარეშე უნდა იასპარეზოს.
არანაკლებ ინტერესს იწვევს მეზობლების სატურნირო მდგომარეობაც: ჟერარდ სარაგოსას დამოძღვრილმა "ტორპედომ" ბოლო ოთხ შეხვედრაში ხომ ერთადერთი ქულა აიღო და ამის გამოცაა, მეორედან მეხუთე ადგილამდე რომ ჩამოქვეითდა. ანუ, ამ წარუმატებელმა პერიოდმა უკვე ის გამოიწვია, რომ გუნდს, შესაძლოა, პირველ ექვსეულში დამკვიდრება გაუჭირდეს.
მით უფრო, რომ 24 ნოემბერს სწორედ ერთ-ერთ კონკურენტს ხვდება: "ზესტაფონსაც" ხომ ერთი მოგება აშორებს პირველ ექვსეულთან.
* * *
იმერული დერბისა და "დინამო"-"დილას" მოლოდინში
http://geosports.ge/index.php?option=com_c...-03-05-10-17-18„ტორპედო“ – „ზესტაფონი“
ჩემპიონატის სტარტზე „ტორპედო“ ჩინებულად თამაშობდა, უშვებდა ცოტა გოლს და ქულებსაც ისე აგროვებდა, რომ ლიდერთა შორის იმყოფებოდა. უკანაკნელ ტურებში კი, ქუთაისლებს საქმე ცუდათ მისდით. ბოლო სამი მატჩი ერთნაირი ანგარიში - 1-2 წააგეს და მე-5 ადგილზე გადაინაცვლეს. ეს იმერული დერბი კარგი შანსია ამ წარუმატებელი სერიისთვის წერტილის დასასმელად.
„ზესტაფონში“ გია გეგუჩაძე კი დაბრუნდა და პირველივე თამაშში „დინამოსთან“ მარცხის მიუხედავად, ჩინებულად ითამაშა გუნდმა, მაგრამ ახლა კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია არის იმედგაცრუებული ქართულ ფეხბურთში არსებული სიტუაციით, რის გამოც ამ კლუბის ირგვლივ მოვლენების განვითარება ბურუსითაა მოცული. კონკრეტულად ამ თამაშში კი აშკარად არაფერს დათმობენ ზესტაფონელები და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდებიან.
მართლაც უნდა ითქვას, რომ პირველი წრის თამაში გამორჩეული და კარგი სანახაობრივი იყო. მაშინ „ტორპედომ“ 2-3 დაამარცხა მეტოქე.
This post has been edited by sergo_38_fcz on 23 Nov 2013, 19:38