ინტერვიუ მათე ღვინიანიძესთან
გორგიაშვილს და სიჭინავას არ იცნობს ნეტა ეს კაცი?
- მათე, ბოლო დროს სულ "სევასტოპოლის" ფინანსურ კრიზისზე ლაპარაკობენ. მართლა ცუდადაა საქმე?
- მე ამისგან ტრაგედიას არ შევქმნიდი. დიახ, კლუბს ფეხბურთელებთან დავალიანება აქვს და ეს კარგი ვერ იქნება, მაგრამ რატომ მარტო "სევასტოპოლი", უკრაინაში ახლა ასეთი სიტუაცია არ არის იშვიათი და არა მარტო უკრაინაში.
მე, მაგალითად, მეგობარი მყავს "ოლიმპიაკოსში". გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და ხანდახან 5 თვით უგვიანებენ ხელფასებს. გერმანიაში, "მიუნხენში" რომ ვთამაშობდი, ერთხელ პრეზიდენტი მოვიდა ჩემთან და მთხოვა, 6 თვით ხელფასის 20%-ზე უარი მეთქვა.
ჩვენ უნდა ვიყოთ ნამდვილი პროფესიონალები, უნდა ვივარჯიშოთ და ვითამაშოთ, დანარჩენი კი ხელმძღვანელობის საქმეა. იმედია, "სევასტოპოლის" ფეხბურთელები დამსახურებულ ხელფასებს მიიღებენ.
- რამდენი თვის დავალიანება აქვთ?
- სექტემბერ-ოქტომბრის, მაგრამ პრესაში აბუქებენ, თითქოს 1 წელია, ხელფასი არ აგვიღია!
- ასეთ დროს ფეხბურთელები სხვა კლუბში წასვლაზე ფიქრობენ ხოლმე. თქვენ?
- არავითარ შემთხვევაში, ჩემს მომავალს ამ კლუბში ვხედავ. ვამაყობ, რომ ამ გუნდში ვთამაშობ და ბოლომდე დავიხარჯები.
- ამბობენ, ბოლო წაგება სწორედ ამ კრიზისის ბრალი იყოო...
- ალბათ ასეცაა. აურია პრესამ ბიჭებს თავი. მაგრამ მაინც არ მესმის: მე, ქართველი გავდივარ და ვიბრძვი და უკრაინელი რატომ უნდა აკეთებდეს ამას, თითქოს თავის კლუბს ამადლის კიდევაც. ამით ხომ ჩვენვე დამატებით პრობლემებს ვიქმნით.
This post has been edited by mate17 on 26 Nov 2013, 19:21