Aleko_Okros-Ubneliალეკო, კი არის მოხსენიებული ლოკომოტივი ადრეც,
ამ გუნდს ერქვა ამიერკავკასიის რკინიგზის გუნდი ლოკომოტივი
თუ გაყვები 1925 წლიდან 1935 წლამდე გაზეთებს, ამას აღმოაჩენ, თან არა ერთხელ, არამედ რამოდენიმეჯერ
3.7.1925 დინამო ( თბილისი ) - ამიერკავკასიის რკინიგზის გუნდი ( თბილისი ) 4:0
ეს სწორედ ის მატჩია, რომელიც თავდაყირა აყენებს აბსოლუტურად ყველა აქამდე გამოცემულ წიგნებსა თუ ცნობარებს, სადაც დინამოს დაარსების თარიღი 1925 წლის ნოემბერი წერია
იყო სხვა გუნდებიც, მაგალითად ორთქმავალ-ვაგონ შემკეთებელი ქარხანა, დეპოს გუნდი და ასე შემდეგ,
Aleko_Okros-Ubneliinnuendo7კი, მეც ვიცი, რომ პაიჭაძე თავიდან ზიი-ში იყო და მერე გადავიდა დინამოში,
მე იქ რაც დავწერე, ის ავღნიშნე მხოლოდ, რომ თუ რამდენი დინამოელი იყო ზიი-ს გუნდში
ისე კი, 4 კაცია მხოლოდ, ვინც პირველად ზიი-ში იყო და მერე გადავიდნენ დინამოში
დანარჩენები კი დინამოში იყვნენ ჯერ და მერე გადავიდნენ ზიი-ში
-------------------------------------------------------------------------------------
რაც შეეხება 1923-1935 წლებს
აბსოლუტურად ყველაფერი მოძიებული მაქვს უკვე, რაც კი სადმე რაიმე არსებობს,
მე ვგულისხმობ მხოლოდ კლუბ დინამო თბილისის გარშემო არსებულ ინფორმაციებს
http://www.dinamo-tbilisi.ru/ეს ჩემი მეგობრის საიტია, იცით ალბათ ეს საიტი
მაქსიმ არხიპოვი, იგივე winkle
მის საიტზე უკვე დევს დინამოს მატჩები 1925-1935 წლებში, თუმცა არასრული, მაგრამ სადღაც 95 პროცენტი დევს უკვე
შეგიძლიათ იმით იხელმძღვანელოთ,
მთლიანად დინამოს მიერ ჩატარებულ მატჩებს ამ პერიოდისა ასევე მალე გაიგებს ყველა
ეხლა ინტენსიურად ვმუშაობ 1923-1935 წწ პერიოდში თითოეული ფეხბურთელის მიერ ჩატარებულ მატჩებზე და ამ ფეხბურთელების ბიოგრაფიებზე,
ნუ ბევრი მატჩია, სადაც მხოლოდ ანგარიში წერია და მეტი არაფერი, მაგრამ არის მატჩებიც ( თანაც საკმაოდ ), სადაც ორივე გუნდის სრული შემადგენლობებია ცნობილი
ძირითადი ნაწილი მე მივაწოდე მას, თვითონ მაქსიმი კი რუსეთში ჩატარებული მატჩებით მეხმარება,
იქ გაცილებით მეტი გაზეთებია შენახული ( მოსკოვის ბიბლიოთეკა და ცენტრალური არქივი )
ასე რომ, დინამოს ჩატარებული მატჩების უდიდესი ნაწილი ( 1925-1935 წწ ) უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია,
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ეხლა კი დავდებ დინამო-ზიი 2:4 ( 30.11.1935 )
ამ მატჩის სრულ ინფორმაციას
* * *
დინამო ( თბილისი ) - ზიი ( თბილისი ) 2:4 ( ქალაქის 1935 წლის შემოდგომის პირველობა )
მატჩის ოფიციალური ოქმი დაკარგულია
30.11.1935. თბილისი, დინამოს სტადიონი
მსაჯი: კონსტანტინ კრავჩენკო ( თბილისი )
დინამო ( თბილისი )
ალექსანდრე დოროხოვი
შოთა შავგულიძე
ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი
ნიკოლოზ ანიკინი
ვანო კინწურაშვილი
გრიგოლ გაგუა
გიორგი ჟდანოვი
მიხეილ იამშანოვი
ლევან აბაშიძე
მიხეილ ბერძენიშვილი
ნიკოლოზ სომოვი
( მწვრთნელი: პ. ორეხოვი )
ზიი ( თბილისი )
იური კასრაძე
გიორგი ჭუმბურიძე
ალექსანდრე მინჯია
ვალია კოძისი
მიხეილ მინაევი
ვლადიმერ ჯორბენაძე
მიხეილ ბოლოტინი
ბორის პაიჭაძე
შერმადინ სიხარულიძე
კაკო ყალიჩავა
ვახტანგ რამიშვილი
( მწვრთნელი : ??????????? )
გოლები: პაიჭაძე 0:1, ჟდანოვი 1:1, სიხარულიძე 1:2 პენ, ყალიჩავა 1:3, სომოვი 2:3, რამიშვილი 2:4
( დინამოს პირველი მატჩი ახალგახსნილ დინამოს სტადიონზე )
* * *
Aleko_Okros-Ubneliალეკო, ეხლა გადავხედე შენს ცხრილებს, რაც ქალაქის პირველობებს ეხება
აბსოლუტურად ყველაფერი შეცდომით გაქვს ალეკო
მე არ ვიცი შენ ვინ მოგაწოდა ეგ ინფო, გარუნას ეგენი არ აქვს, ფიზკულტურის კვლევით ინსტიტუტსაც არ აქვს ( არ ქონდა ) ეგ
გინდა მონაწილე გუნდები და გინდა შედეგები,
ალეკო, მე გთავაზობ, რომ ჩაუჯდე ბიბლიოთეკაში არსებულ იმდროინდელ გაზეთებს, გარწმუნებ, აბსოლუტურად ყველაფერში შეცდომას აღმოაჩენ, აი აბსოლუტურად ყველაფერში, ერთი რამეც კი არ გაქვს სწორად, იგივე ანგარიშებშიც კი, ( მეორე და მესამე კატეგორიები არ მაინტერესებს )
მეც ასე ბრმად ვენდობოდი ყველანაირ ინფოს, სანამ არ დავიწყე ჩემით გადამოწმება ყველაფრისა
არაუშავს, ხდება ხოლმე, მერე რა მოხდა ? შენც შეცდომაში შეგიყვანეს, და სულ ადვილად აღმოაჩენ ამ შეცდომებს ალეკო
წარმატებებს გისურვებ