მე მგონი ჯდება თემატიკაში და მინდა ჩემი მკვეთრად უარყოფითი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ გუშინ რაც ვნახე იმასთან დაკავშირებით.
აფხაზეთის ხმაზე გაიჩითა გადაცემა "როკი და ფეხბურთი", წამყვანი ჩვენი თანაფორუმელია, რომელიც ძირითადად უფრო მუსიკის შესახებ აკეთებს აქცენტს გადაცემაში, ხოლო ფეხბურთზე ან სპორტის სხვადასხვა სახეობებზე მოწვეული სტუმრები საუბრობენ.
წამყვანს ვერც მუსიკალურ გემოვნებას დაუწუნებ ადამიანი, ვერც მუსიკალურ ცოდნას და ვერც ტაქტს, რადგან ნორმალურად ასრულებს იმ ფუნქციას, რაც წამყვანს ევალება - სვამს საინტერესო კითხვებს, სტუმრების მოსაზრებებსა თუ კამათში ფაქტიურად არ ერევა (მინაშვილისგან განსხვავებით, რომელიც ყოველ მეორე სიტყვაში ეჩრება მოწვეულ სტუმრებს და ხშირად დასმულ კითხვებს თავადვე პასუხობს ხოლმე) და ა.შ.
მაგრამ სტუმრები ეს იყო სრული კოშმარი, თან სამწუხარო ისაა, რომ ერთი მათგანი GMG-ზე გვევლინება ხოლმე საფეხბურთო ექსპერტის როლში - ბატონი არჩილი.
ჯერ ვიტყვი იმ უხეში შეცდომების შესახებ, რომლებიც მოწვეულებმა დაუშვეს და რამაც გამოიწვია, ჩემი როგორც გულშემატკივარის გაღიზიანება, ბოლო კი ჩემს სურვილსაც გამოვთქვამ.
გუშინდელი გადაცემის თემატიკა იყო მექსიკის 1986 წლის ჩემპიონატის პლეიოფის სტადია, თუმცა სხვადასხვა საკითხები თუ ჩემპიონატებიც განიხილეს, რადგან ლაპარაკს მოყვა:
1) "1986 წელი იყო ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სსრკ-მ, 1990 წელს ის საერთოდ ვერ მოხვდა მსოფლიოზე".
1990 წელს სსრკ- მ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ის B ჯგუფში რუმინეთის, არგენტინის და კამერუნის ნაკრებებთან მოხვდა.
პირველი მატჩი რუმინელებთან წააგეს საბჭოელებმა 0-2 (ჩემ დაბადების დღეს 9 ივნისს

), ლეკეტუშმა გაუტანა 2 გოლი დაბერებულ რინატს, ერთი პენალტით.
მერე იყო არგენტინასთან მატჩი და დიეგოს "ღვთაებრივი ხელი" #2, როდესაც 0-0-ზე ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, ხოლო შვედი მსაჯი ფრედრიკსენი საეჭვოდ დაბრმავდა

ბოლოს კი იყო ფრიად საეჭვო 4-0 გამარჯვება ვალერი ნეპომნიაშჩის კამერუნთან, რომელსაც განაღდებული ქონდა ჯგუფიდან გასვლა (სტაჟიანებს უნდა გახსოვდეთ ნკონოს ახლო ძელთან გაშვებული სიაფანდი გოლი

). თუმცა ამ მაქინაციამ ვეერ უშველა სსრკ-ს, რადგან პარალელურ მატჩში რუმინეთმა და არგენტინამ წყნარი, ორივესთვის სასარგტებლო 1-1 გააგორეს და სსრკ ბოლო ადგუილზე ჩატოვეს ჯგუფში.
2) "პენალტიდან გოლი გააქვს გოიკოეჩეას, ეს ის გოიკოეჩეაა, რომელმა ყიფიანს მოტეხა ფეხი".
ყიფოს ფეხი მიგელ ანხელმა მოტეხა, გოიკოეჩეა კი იმით გახდა ცნობილი, რომ იგივე რამ ბარსაში მოთამაშე დიეგო არმანდო მარადონას დამართა 1983 წელს, რის გამოც ერთი პერიოდი ეჭვქვეშ დადგა დიადი არგენტინელის კარიერა.
ამას მოყვა შეცდომების მთელი კასკადი, რომელიც დაკავშირებული იყო ბრაზილიის ნაკრებთან.
3) "მიულერმა ითამაშა თბილისში იუნიორთა ჩემპიონატზე, რომელიც მექსიკამდე ორი წლით ადრე ჩატარდა. მასთან ერთად თამაშობდნენ ტაფარელი, კარეკა და აგრეთცე სალასი, რომელმაც განსაკუთრებით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა მექსიკის ჩემპიონატის შემდეგ დაიკარგა."
რამოდენიმე უხეში შეცდომაა - იუნიორების ჩემპიონატი 1985 წელს ჩატარდა და არა 1984-ში. ნუ კაი ჯანდაბას, ეგ არაფერია. ასევე ჯანდაბას ის, რომ სალასად წოდებული ფეხბურთელი, გვარად სილასია, ასევე ის რომ თბილისში განსაკუთრებით სილასმა კი არა, 18 ნომერმა ბალალომ დაგლიჯა. თან სილასი 1990 წელსაც იყო ნაკრებში, უკვალოდ კი ბალალო დაიკარგა. ისიც გავატაროთ, რომ კარეკას არ უთამაშია 1985 წლის იუნიორთა ტურნირზე, მით უმეტეს თბილისში, ჯგუფურ ეტაპზე და პლეიოფში კოლუმბიასთან, ხოლო ბრაზილიას მეტოქეებად ესპანეთ - ირლანდიასთან ერთად საუდის არაბეთი ყავდა და არა ბულგარეთი.
მაგრამ 1986 წელს ტაფარელს რა უნდოდა ბრაზილიის ნაკრებში ?????? თან პენალტების სერიის ჩათლით აჩვენეს ფრაგმენტები და 5-6-ჯერ მაინც გაიმეორეს ეს, მაშინ როდესაც სელესაოს კარს პიერ რიშარივით თმაგაჩეჩილი კარლოსი იცავდა, ხოლო 2-3 მეკარეებად პაულო ვიტორი და ყვავის ხნის ემერსონ ლეაო ყავდათ. ტაფარელი 1990 წელს გამოჩნდა.
4) კიდევ იყო პატარა შეცდომები, მაგალითად ახსენეს დანია-ბრაზილიის მატჩი, რომელიც 1998 წელს გაიმართა, 1/8 ფინალში, მაგრამ ითქვა, რომ 2002 წელს შეხვდნენ, ბრანკო, რომელმაც 1998 წელს გაუტანა ჰოლანდიას გადამწყვეტი გოლი, თუმცა ეს 1994 წელს მოხდა, მაგრამ ესენი კ ჩორტუ

ყველას შეიძლება მოუვიდეს.
თუ გადაცემის წამყვანი ან მისი რომელიმე მეგობარი წაიკითხავს ამას, ეგებ უთხრას გაგას, რომ გააფრთხილოს მოწვეული სტურები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ საქმეს, მით უმეტეს როდესაც იცი თემატიკა, გადაცემის წინ 2-3 საათი ინტერნეტში წავარჯიშება არ უნდა იყოს გადაულახავი პრობლემა.
თორემ მაგარი საკაიფო პონტი, რომელმაც ფრიად დადებითად განმაწყო, უცბად ნერვების მოშლად გადაიქცა, არადა მართლა კარგი იდეაა - მოგონებანი გარდასულ წელთა ფეხბურთის და შესანიშნავი მუსიკის თანხლებით.
This post has been edited by Tom Brady on 27 Feb 2014, 21:19