2012
http://qaflan.netai.net/2012/M7/16_CAR-Madagascar.htmმალგაში რაინდები ზეპურის გარდა რომ არსებობს ალალად სამოყვარულო რაგბიც, აი მაგაში მადაგასკარმა თრილერი მოუგო ნამიბიას და ოვალური ბურთის სამყარო აალაპარაკამადაგასკარი ინდოეთის ოკეანის ვეება, მაგრამ უიღბლო კუნძულია: საფრანგეთმა დამოუკიდებლობა 1960 წელს უბოძა, მაგრამ რაც დრო გადის, ქვეყანა მით უფრო ღატაკდება და ვერანდება, რაღაი დემოკრატია და შრომის სიყვარული ვერასგზით ვერ შეითვისა.
სულ სხვა საქმეა რაგბი: ოვალური ბურთით ლიანგურად ხალისობს მალგაშელი ჯეელობა, კაცთა საკლუბო მატჩებს ბარემ 8 ათასი მოსეირე ესწრება, აფრიკის თასის მეორე ჯგუფის შეჯიბრმა კი ანტანანარივოს "მაჰამასინას" გადახრუკულ სტადიონზე 40 ათასი ქომაგი მიიზიდა.
მადაგასკარის ეროვნულ ნაკრებს "მაკი" ჰქვია, რაიც ადგილობრივი ფოცხვერია. გუნდმა პირველი ტესტი 1970 წელს გამართა, მსოფლიო თასის შესარჩევებში კი ამ საუკუნეშიღა ჩაება. მალგაშური გვარები ერთობ გრძელია და როგორც წესი, რაეთი (რ) იწყება, რის გამოც ფანობა და მედია ბიჭებს სხარტი თიკუნებით -
რაბე, ბენჟა, სიდონი, კოკო, ბიან, დო, ჟოდა, დარარა - მოიხსენიებენ.
აფრიკული დომხალი"აფრიკის თასი" ევროპის "ერთა თასის" კბილაა და წელს მეთორმეტედ გათამაშდა. შეჯიბრი ამავ-დროულად 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევია. წლეულს პროცესში მეორე (1ბ) და მესამე (1გ) ჯგუფის გუნდები ჩაებნენ, თითო გამარჯვებული და რეპეშაჟის მონაწილე კი 2014 წელს, პირველი (1ა) ჯგუფიდან გამოვლინდება.
აფრიკულ რაგბში ბოლო ხანს დომხალმა დაისადგურა. შარშან ნამიბიამ ზელანდიაში ირაგბა მსოფლიო თასზე, მაგრამ ნოემბერში კენიაში აღარ ჩაბრძანდა აფრიკისაზე, რის გამოც შატალოზევე წასულ მაროკოსთან ერთად დააქვეითეს, ჩემპიონი კი გახდა მასპინძელი, ვინაც ტურნირის ერთადერთ მატჩში და ამდენად - ფინალში, 16:7 ძლია ტუნისი.
სპილოს ძვლის ნაპირი ივნისში ვერ ჩავიდა უგანდაში, მეორე (1ბ) ჯგუფის შეჯიბრზე. მადაგასკარმა მანდ 0:49 წააგო ზიმბაბვესთან და 30:58 მასპინძელთან. ჰოდა, პირველ დონეზე, დასჯილთა ნაცვლად, ერთად ავიდნენ მალგაშთა მჯობნები.
სამი წლით ადრედამცრობილმა მაროკომ წლეულს ვეღარც მადაგასკარზე ივარგა, ორივე თამაში წააგო და მესამე (1გ) დონეზე რომ გავარდა, 2014 წლამდე პირველზე (1ა) დაბრუნებას ვეღარაფრით მოასწრებს, რის გამოც 2015 წლის მსოფლიო თასის მიღმა ახლავე, სამი წლით ადრე დარჩა. არადა, აფრიკის თასის სამგზის მფლობელია!
ელიტაში ვერ დაბრუნდა ზედიზედ ოთხ (1999 2003 2007 2011) მსოფლიოზე ნამყოფი ნამიბიაც, ვინაც მადაგასკარი ათი წლის წინ 116:0 მოსრა, ამჯერად კი ვეღარაფერი დააკლო.
ფინალს სჯიდა ზე-რაგბის რეფი, მწითური მარკ ლორენსი. ნამიბია თავიდან 0:19 ჩამორჩა, მაგრამ მერე ხუთი ლელო ზედიზედ გაიტანა და ბოლომდე ხუთი წუთით ადრე 14 ქულით (43:29) იგებდა. აქ "სიდონიმ" ორი ლელო დადო, მალგაშთა კაპიტანმა "ჟოზემ" გარდასახვები დაკრა და ბურთაობა დამატებით 20 წუთში გაგრძელდა.
13 მეწამლენამიბია ამჯერადაც დაწინაურდა რვით, მაგრამ მადაგასკარმა ბოლო შეტევით მოიგო 100-წუთა შოუ, რომელშიც 16 ლელო დაიდო და 111 ქულა მოგროვდა. არიფული გაგების მქონე მედიამ "მაკი" აფრიკის ჩემპიონად გამოაცხადა, "გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტმა" ონდრი ნირინა-რაჟულინამ კი გუნდი და რაგბის აქტივი სასახლეში მიიწვია და 42 პირი "ეროვნული ორდენის რაინდად" შერაცხა.
მადაგასკარმა ირბ-ის რეიტინგშიც ერთბაშად 14 ადგილით ზემოთ აიწია, აფრიკის ნაღდი პირველობა კი ერთი კვირის შემდეგ, ტუნისში მოეწყო. მეზობელი მაროკოსი არ იყოს, არაბები აქაც ბოლო ადგილზე დარჩნენ და გავარდნენ, ზიმბაბვემ კი ისევ მოიგო ორივე თამაში და პირველად გახდა ჩემპიონი.
სხვაფრივ, დოპინგზე ჩავარდა იუტაში, 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე ნამყოფი ერთბაშად 13 "სიასამური, ანუ ნახევარი გუნდი, რის გამოც ირბ ჩვენს ძველ ნაცნობ ზიმბაბვეს უმკაცრესად დასჯის.
აფრიკის თასი 2012<< "1ა" ჯგუფი
@ ტუნისი, სტად მუნისიპალ დე ჯემალ
# ნახევარ-ფინალი 10/07
ტუნისი 14:30 ზიმბაბვე
უგანდა 21:19 კენია
# ფინალი 14/07
(ბრნჯ) ტუნისი 24:31 კენია
(ოქრო) ზიმბაბვე 22:18 უგანდა
<< "1ბ" ჯგუფი
@ ანტანანარივო, სტად მუნისიპალ დე მაჰამასინა
# ნახევარ-ფინალი 4/07
მადაგასკარი 35:28 მაროკო
ნამიბია 20:18 სენეგალი
# ფინალი 8/07
(ბრნჯ) სენეგალი 26:25 მაროკო
(ოქრო) მადაგასკარი 57:54*დდ ნამიბია8ლ: ჰარინირინა რაკოტოარიმანანა (2 3) რაკოტო რაკოტოარისოა (5 6 7) რაბეარილალა; 7გ ჯ: რაკოტო -
8ლ: სტუპ რედლინჰეის ბლომ ბოთა ესტერჰეიზენ ბუვერ ნელ იუმან; 4გ ჯ ა: კუცია
რეფ მ.ლორენს (აფრ)
7:0(2) 12:0(12) 19:0(17) 19:7(20) 19:14(38) 22:14(39) 29:14(40+) /
29:19() 29:24() 29:29(60) 29:36() 29:43(72) 36:43(76) 43:43(80+) //
დდ 43:48() 43:51(84ა) 50:51(85) 50:54(98) 57:54(100+)
>> "ლე მაკი დე მადაგასკარ"
ბექ) 15 ბერნარ რაზაფინდრანავაიო,
14 ბეჟანიაინა რაკოტოარიველო, 13 ლანტონიაინა რაკოტოარისოა, 12 რიჟა რაკოტოარიმანანა, 11 ჟაკო ჰარინირინა;
10 ჟოზე რაკოტო-ჰარისონ^კაპ, 9 ბიენვენიუ მანანჟარასოა /
ფორ) 1 ჰასინა რაკოტოარიველო, 2 როდოლფ რანდრიამანატენა, 3 კრისტიან ანდრიანჟაკა;
4 ტოლოტრა რამარომიანცო, 5 კლოდ რაველონომენჟანაჰარი;
6 ტუასენ რაბეარილალა, 7 როდოლფ ანდრიამბოლოლონა, 8 ტაჰიანა რანდრიანარისოა;
მრქ) 22 ჰერიზო რასოანაივო, 21 ჰელიზარა რამანოელინა, 20 სიმონ რანდიანანტენაინა /
16 ვონჟინიაინა ანდრიამანანჟარა, 17 დონალდ რაკოტომიალოჰა;
18 ბრიუნო რაკოტონირინა, 19 ტიანა რაველომანაცოა ^ მწ) ბერტენ რაფალიმანანა
@