აი ეს პოსტი 2011 წელს დავწერე...

მარა ამ შემთხვევაში მგონია რომ რევიშვილის ტყუილად უტრაკებთ
QUOTE (ფალკონე @ 9 Nov 2011, 08:43 )
######### რუსეთის პრემიერ ლიგას სულის ჩამდგმელი drug.gif
გიხმარენ
გიხმარენ და მიგაგდებენ drug.gif
საფრანგეთის მეორე დივიზიონი და მეორე ბუნდესლიგა ათასჯერ უფრო უნდა გერჩივნოს თუ ფეხბურთელი ხარ
რაღაც ნაწილში გეთანხმები იქეთ ჯობია
მაგრამ აქ ბევრი ისეთი ფაქტორი შემოდის, რის გამოც ქართველი ფეხბურთელების დიდი ნაწილი რუსეთში, უკრაინაში, ყოფილ საბჭოეთში თამაშს არჩევს
არავის დაუწერია აქამდე მაგრამ ძალიან ბევრ შემთხვევაში აქ "ჰომო სოვეტიკუსის" (საბჭოთა ადამიანის) მენტალიტეტის პრობლემაა
უმეტესობამ არ იცის უცხო ენა, ოჯახის წევრებმაც არ იციან ენა, ადაპტაციას ვერ გადიან იქაურ საზოგადოებაში, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან და ა.შ
ბევრმა რუსულიც არ იცის რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დროს იქ გყავს კაცი , რომელიც "მამასავით გექცევა" (ქართველი ფეხბურთელების საყვარელი ფრაზაა არცერთი უცხოელი ვარსკვლავისგან ასეთი ფრაზა არ გამიგონიაsmile.gif
ამ ყველაფერს გიგვარებს, ჩალიჩაა, კარგ ფულს გაშოვნინებს, კარგ კონტრაქტს გადებინებს გივლის ...smile.gif
და ასე მარტივად აგრძელებ კარიერას და მეტი აღარ გინდა
იგივე მამუკა ჯუღელი, სავარაუდოდ ასეთი ტიპის კაცია, იცის რუსული ფეხბურთი და როგორ უნდა მოექცეს ქართველ ფეხბურთელებს
კიდე ერთი მომენტია რო ბევრ ქართველს აუცილებლად იქ უნდა სადაც ბევრი ქართველია ან ერთი ქართველი მაინცააsmile.gif ესეც გრუზინული მენტალიტეტია, ევროპაში ამას ვერასოდეს გაიგებენ
(მახსოვს შოთა ჩალიჩობდა მუდმივად რო აჩი მასთან ყოფილიყო და აგენტსაც და კლუბს სულ პრობლემები ჰქონდათ ამის გამო, თურქეთში "გაუგეს" მაინც აზიაა, ევროპაში აღარ გაუგესsmile.gif )
რუსეთში მაინც ცხოვრების ის წესია რაც ჩვენ წესთან ახლოს არის - ასე ითვლება, ანუ უფრო ადვილია ცხოვრება ამ გაგებით, ევროპაში ვერასოდეს გაიგებენ ვარჯიშის გაცდენას ან დაგვიანებას..აქ კიდე შეგიძლია ეს მოაგვაროsmile.gif ან აგენტმა მოგიგვაროს, ცუდი თამაშის მერეც მოგიგვაროსsmile.gif მწვრთნელს "დაელაპარაკოს" და ა.შ
შედეგად იღებ ტიპიურ რუსულ კარიერას - რუბინი-ანჟი-ვოლგა-კრასნოდარი- მერე იქნება ფაკელი-ნეფტეხიმიკი-ჟემჩუჟინა და ა.შ
ფეხბურთელის კარგი კარიერისთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ფლობდე რამდენიმე უცხო ენას, იყო კომუნიკაბელური, აქტიური, შეგეძლოს აგენტთან ურთიერთობა ფინანსებში გარკვევა, ანუ იყო დამოუკიდებელი პიროვნება
მარტო ბურთის გორება აღარ არის ფეხბურთი, უკვე დიდი ხანია
yes.gif
და კიდე ერთი მომენტი საქართველოს პირობაზე უცებ კაი ფულს (20 ათას 50 ათას) რო იშოვი და აღარ გინდა მეტი, გგონია რო ყველაფერს მიაღწიე
აგერ ცხადაძე ასწავლის ამაზე ჭკუას აზერბაიაჯანელებსsmile.gif
თუმცა არც ქართველებს გვაქვს გაცილებით უკეთ საქმე
http://www.azerifootball.com/ru/7/news/8207.html