ვერც ირლანდია და ვერ შოტლანდია ლამაზი, დახაზული კომბინაციით გოლს ვერ გაგვიტანს...
საჯარიმოსთან ზურგით მდგომმა ფორვარდმა ბურთი მიიღოს, ერთI შეხებით დაუბრუნოს ნახევარმცველს, ამასობაში ვიღაცამ შეირბინოს საჯარიმოში , რომელიც ამ ნახევარმცველისგან დეზლ პასს მიიღებს და გაიტანს, ეგეთი არ მოხდება არასდროს ბუნებაში
სიტუაციები, როცა გოლი შეიძლება მივიღოთ:
1. სტანდარტული მდგომარეობები
2. ფლანგიდან ჩაწოდება და მცველებს სჯობნის მეტოქის ფეხბურთელი
3. საჯარიმოში ჩაწოდება, მცველმა გამოიტანა და გადმოვარდნილი ბურთი ჩვენმა საყრდენებმა ვერ აიღეს. ბრაუნმა/მაკარტიმ/ადამმა/ველანიმ/ფლეტჩერმა დააქუხა 20-25 მეტრიდან.
4. ჩვენი ბავშვური შეცდომა/ნაჩუქარი გოლი
ამიტომ:
კუთხურებისას უნდა ვიყოთ ფრთხილად
საჯარიმოს სიახლოვეს არ უნდა დავჯარიმდეთ (მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ასეთი ჯარიმები)
გადმოვარდნილ ბურთებზე ჩვენმა საყრდენებმა უნდა ითამაშონ ტაქტიკურად სწორად = დაკეტონ ზონები.
რაც შეეხება ფლანგიდან ჩაწოდებებს, ამათ რა უნდა მოვუხერხოთ არ ვიცი.
ორი გზაა:
1. ვეგუებით იმ ფაქტს, რომ ჩვენი ფლანგები იმათ ფლანგებს ვერ დაიჭერენ. ამიტომ, აქცენტს ვაკეთებთ არა იმაზე, რომ არ ჩავაწოდებინოთ, არამედ იმაზე, რომ ჩაწოდების მერე ჩვენმა მცველებმა აჯობონ იმათ ფორვარდებს. შესაბამისად, გვყავს ავტობუსი.
2. ბრიტანულ გუნდებთან ყველა ნორმალური ნაკრები თამაშს იგებს ასე: ბურთს იჭერს და მორჩა. ვერაფერს ვერ უპირისპირებდნენ ამას ვერც ადრე და ვერც ახლა. ჩვენ შეგვიძლია ეს ? ქეცბამ უნდა გადაწყვიტონს.
ამოცანა რთულია, მაგრამ ევროპაში მინიმუმ 25 ნაკრებს შეუძლია ამ ამოცანის მარტივად გადაწყვეტა
This post has been edited by George:) on 7 Mar 2014, 15:08