ირლანდიასთან წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“ეს ის ფეხბურთი არ არის, რაც ჩვენ და ქართველ გულშემატკივარს უნდა. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. როცა ნაკრების დონეზე მოვდივართ და ფიზიკურ კონდინციებზე და უთამაშბელობაზეა საუბარი, ეს არის მთავარი პრობლემა. ვერ ვიტყვი იმას, რომ ბიჭებმა თავი დაზოგეს. ისინი გამოვიდნენ მინდორზე და მაქსიმუმი გაიღეს, მაგრამ ისეთი გოლი გავუშვეით, რომ ყველასთვის გულდასაწყვეტია – მაყურებლისთვსიაც, რომელიც სტადიონზე მოვიდა. უღრმესი მადლობა მათ.
ფაქტი ერთია, რომ ძალიან უჭირს ქართულ ფეხბურთს. ხომ უნდა მივაქციოთ ყურადღბა იმას, რომ მეტოქეს ჰყავს 25 ფეხბურთელი, რომელიც პრემიერ ლიგას თამაშობს. მეც მინდა მოგება, ყველას უნდა. სანახაობრივი ფეხბურთი არ გვინახავს, მარა რაც გვქონდა დაგეგმლილი ის შევასრულეთ 99 %-ით და იმ 1 %-ის გამო დავისაჯეთ. წაგების ღირსნი არ ვიყავით.
უკვე დავიღალე. მეც მაქვს ნერვები. 5 წელიწადია აქ ვარ და უკვე ყელში ამომივიდა. საქართველოს ნაკრებზე ჯვარი არ მაქვს დაწერილი. დაწყევლილები ვართ, ეტყობა. ღმერთი ზემოდან იყურება და ხედავს, რომ ყველაფერს ვცდილობ, სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალო. ჩვენ გვინდა ციდან ვარსკვლავები მოვწყვიტოთ, როცა მიწაზეც ვერ ვდავართ ნორმალურად. შევხედავთ,
მომდევნო 2 თამაშს და მივიღებ სერიოზულ გადაწყვეტილებას.
თუ ორივე თამაში წავაგეთ, ავდგები და წავალ ნაკრებიდან. როცა ქვეჯგუფიდან გასვლის შანსს ფაქტობრივად დავკარგავთ, მე ნაკრებიდან მეორე დღესვე წავალ! ახლა ჯერ კიდევ არის რაღაც შანსი”, – აცხადებს თემურ ქეცბაია.
შოტლანდია დ აგიბრალტარია მომდევნო თამაშები
ნუ შოტლანდიასთან წააგებენ დ ამერე გიბალტართან თუ რამე ქნა ესეიგი დარჩება
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)