http://fci.ge/28185-qecbaia-saberdznethis-...chaibarebs.htmlსაბერძნეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას დანიშვნის შანსი ყოველდღიურად იზრდება, რადგან ნომერ პირველი კანდიდატი სწორედ ქეცბაიაა. ბერძნები ვარაუდობენ, რომ მომავალ კვირას საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული გუნდის ახალ თავკაცად ქართველ მწვრთნელს დაასახელებს.
აქამდე რამდენიმე მწვრთნელის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა ოთხშაბათისთვის ბერძენთა ეროვნული გუნდის პირველკაცობის კანდიდატთა ეს წრე შემცირდა. ბერძენი მიმომხილველების ვარაუდით არჩევანი თემურ ქეცბაისა და სერხიო მარქარიანს შორის უნდა გაკეთდეს. ურუგვაელს ფავორიტად ასახელებდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში ვითარება შეიცვალა, ქართველ მწვრთნელს საკმაოდ დიდი შანსია გაუჩნდა ბერძენთა ეროვნული გუნდი ჩაობაროს.
ქეცბაიას უპირატესობა მარქარიანთ მიმართებაში საკმაოდ დიდი აქვს, რადგან ქართველი მწვრთნელი ბერძნული ფეხბურთის რეალობაში მარქარიანზე უკეთ ერკვევა, ბერძნული ენაც მასზე კარგად იცის, საბერძნეთის ნაკრების დირექტორისა და ბერძნულ ფეხბურთში დიდად ავტორიტეტული გიორგიოს კარაგუნისის პროტეჟე ქეცბაია უფროა, ვიდრე მარქარიანი. გეორგიოს კარაგუნისს საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას ხილვა სურს. ამ ადამიანის სიტყვას და აზრს კი "ღმერთების ქვეყანაში" უდიდესი ძალა აქვს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე შესარჩევი ეტაპი საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა იტალიელი კლაუდიო რანიერის თავკაცობით დაიწყო, თუმცა ფარერების ეროვნულ ნაკრებთან საშინაო მარცხის შემდეგ ის ეროვნული გუნდიდან დაითხოვეს.