George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18872
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10
|
#40397997 · 30 Mar 2014, 14:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქუთაისში, გორში, ბათუმში ფანებმა იხმაურეს და აწიოკდა "ჯორჯიან ფუტბოლი"... აქაოდა, უსაშველო, გაუგონარი მოხდა რამე. არ მგონია ასე.
არც სხვებს ეგონებათ - თუკი ფანური სიმართლიდან, ფანური გადასახედიდან შეხედავ ამ საქმეს. არც შეიძლება სხვანაირად - ფანს მისი ფილოსოფიიდან, მისივე ქცევის ჩარჩოებიდან უნდა ესაუბრო.
ვერ გაუგებ სხვანაირად!
"როლექსას" ემახსოვრება - უფროსი დუშან უგრინის დროინდელ "დინამოზე" დაწერილ სტატიაში დინამოელი ფანებიც მოვიხსენიე. უმეტესად უწვერული ბიჭები იყვნენ და განსაზღვრებად თუ ასაკზე მისანიშნებლად, სიტყვა "ნინველი" გამოვიყენე.
გამოვიყენე ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე - განსაზღვრებად და მორჩა.
როგორც აღმოჩნდა, იმ ძველ სიტყვას ერთი დინამოელი ფანი გაუნაწყენებია და რაკი ერთმანეთს კარგა ხანი იყო ვიცნობდით, რაკი ნორმალური დამოკიდებულება გვქონდა, სტადიონზე, მორიგი მატჩისას, როლანდმა იმ ბიჭს შემახვედრა.
ხუთიოდე წუთში დაგვილაგდა პოზიციები და გასარკვევიც გაირკვა - "როლექსა" იმ ამქრიდანაა, ფეხბურთი შიგნიდანაც რომ იცის, კანტ-არშიებიდანაც და პრესის ფასიც იმთავითვე არ ეშლებოდა.
გაიგო ყველაფერი იმ ბიჭმაც - ისიც, "ნინველი" რომ სალანძღავი სიტყვა არ იყო და ისიც, ქვეტექსტები რომ არაფერ შუაში იყო.
ცხონებული "ბალუს" ამოსვლაც მახსოვს "ოლიმპში"...
კიდევ გორი და ბოლნისი - მე რომ მკითხო, ფეხბურთს ამგვარი კაცებით უდგას სული და იმ "დაუკრეფავს" რაც შეეხება, ამ ქალაქებში ჩასულმა მსაჯებმა და მეტოქე გუნდის წარმომადგენლებმა ეგრეც რომ ვერ შეიყვარეს, ფეხბურთის თანამდევია ესეც.
ყოველ შემთხვევაში, გინება და სასტადიონე ფოლკლორი საქართველოში ნამდვილად არ მოუგონიათ.
კიდევ ერთი პოზიტივი: სამტრედიელი ფანების სულ ახლანდელი, ბოლო განცხადება, ბათუმის "დინამოსთან" დაპირისპირებას რომ მოჰყვა...
მოკლედ, ის ამბავია, რომ... ჰოპლა, ჩვენც ვცოცხლობთ - დროზე ადრე ნუ დავიხოცებით, ბატონებო და ქალბატონებო!
გასაგებია, გადაიჭრნენ სტადიონზე "ტორპედოს" ფანები და მთლად სასიამოვნოდ ვერ განვითარდა პროცესი, მაგრამ... ხდება ხოლმე - არც სამყარო დასრულებულა ამით და არც ნოეს გაბზარვია კიდობანი.
არ შეიძლება, საფეხბურთო ფანატიზმს და ზოგადად ფანობის ინსტიტუტს სამურაის მორალური კოდექსის გადასახედიდან უყურო. ეს სუბკულტურაა - ფეხბურთის თანამდევი სუბკულტურა და თუკი ფეხბურთი გსურს, უნდა გინდოდეს ფანიც. ფანი - თავისი ფანატიზმით, აგრესიულობით, გულუბრყვილობით, შეურიგებლობით და, რაც ყველაზე მთავარია, ერთგულებით.
ბუნებრივია, შეცდომაა სტადიონზე გადავარდნაც, ტრიბუნაზე სკამების მსხვრევაც და ფეხბურთელებისთვის მუჯლუგუნების კვრაც, მაგრამ ვინც ამის გამო ქუთაისში ფეხბურთის აკრძალვას მოითხოვს, ერთი რომ, საკუთარს ვინ ჩივის, სხვისი დარტყმული ბურთიც არ უნახავს ცხოვრებაში და... მეორე - თავისი რომ არ იცის, სხვისი ვერ გაუგია, ეგრე უცბად ფეხბურთში არაფერი იჭრება და იკერება.
მით უმეტეს, თუკი შევადარებთ, ქართველმა ფანებმა, განვითარების თვალსაზრისით, ქვეყანასაც გაასწრეს და ფეხბურთსაც.
ან კი როგორ უნდა შეადარო ამა თუ იმ გუნდისთვის თავდადებული ეს ახალგაზრდა ბიჭები ადამიანების ჯგუფს, რომელთაც ფეხბურთი უნდათ და ფანობა არა - თავისთავად დიაგნოზი არ არის?
იმ ევროპაში, საითკენაც კრიშტიანოზე თავქუდმოგლეჯილი გავრბივართ, სპეციალურ სოციოლოგიურ კვლევებს ატარებენ საფეხბურთო ფანატიზმის შესახებ და დასკვნა მუდამ და ყველგან ცალსახაა: ფეხბურთი ამ სუბკულტურის გარეშე არ იქნება, ვერ იარსებებს, ფეხბურთს არ ემგვანება.
მოკლედ, უმეცრებაზე მეტია, მხოლოდ უარყოფითი დაინახო გლობალურად საფეხბურთო ფანატიზმში და კონკრეტულად ქუთაისურ ამბავში.
რაც შეეხება ქვებს, ყოველთვის ასეა: არსებობს ჟამი ქვების დაგროვებისა და ჟამი ქვების სროლისა. თეთრი ქვების ქალაქში სასროლ ქვას ვერ გამოლევ და გნებავს თუ არა, საქმე იმ ზომამდე არ უნდა მიიყვანო, ქვა ისროლონ.
რადგან: მოქნეული და მოზომილი არავის უნახავს - განსაკუთრებით საქართველოში.
ქუთაისური ინციდენტი უცებ და სპონტანურად, ცხელ გულზე არ მომხდარა - იყო პრელუდია თბილისში, სამტრედიაში, შესაძლო კონფლიქტსა თუ პასუხის პასუხზე დროთა განმავლობაში იწერებოდა სოციალურ ქსელებში, ფორუმზე და წესით, გამგებს უნდა გაეგო. მაინც დაირღვა უსაფრთხოების წესები, წვრილმანი ხულიგნობისთვის რამდენიმე ფანიც დააკავეს და სტადიონიც დისკვალიფიკაციით დასაჯეს, მაგრამ არა უშავს - ასჯერ რომ მოხდეს იგივე, ფანებისა და ფეხბურთის დაშორება არც გულში, არც გონებაში უნდა გაივლოს ვინმემ.
"ტორპედოს" რაც შეეხება, მოუოხეთ, ბატონებო, მოუოხეთ, არა გაქვთ ისე საქმე, "ტორპედოსა" და მისთანა გუნდებზე იოლად ილაპარაკოთ, თორემ ზურიკელა ვაშალომიძისა არ იყოს, "ტორპედო" თუ წავა, "კლასში" ვინ დარჩება, გიფიქრიათ ამაზე?
მიზეზი არსებობს, არსებობს დაპირისპირება რამდენიმე კლუბის ფანებს შორის და შედეგი რომ სავალალო არ იყოს, ამაზეა საფიქრალი.
"დინამოსა" და "ტორპედოს" უკან მდგარ ბიჭებს შორის დაპირისპირება, არც წლეულს დაწყებულა, არც შარშან. თავად ისინი, როგორც ბუნებრივ მდგომარეობას, ისე უყურებენ ჩხუბს სტადიონზეც და სტადიონს გარეთაც და ნურც ჩვენ მივატყეპებთ მეორედ მოსვლის იარლიყს ამ ყველაფერს.
აგერ კლუბები, აგერ ფეხბურთელები - იმათ თქვან, სჭირდებათ თუ არა ეს ჯიგრიანი, გულანთებული, აგრესიული, ზოგჯერ ახირებული, მაგრამ მაინც მართალი ბიჭები.
მათი ქცევის საფუძველი ხომ მეტოქე კლუბების სიძულვილი არ არის. მათი ქცევის საფუძველი საკუთარი გუნდის სიყვარულია! სიყვარულია ფეხბურთის ფანური საფანელი.
შესაბამისად, ყველანაირი სასჯელი ფეხბურთის სიყვარულიდან გამომდინარე უნდა იწერებოდეს.
საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, მატჩამდელი რიგები კოპენჰაგენში, "დინამო" რომ "ბრონდბიუს" ეთამაშებოდა - ასაკში სხვაობას თუ არ მივიღებთ (საშუალო სტატისტიკური ევროპელი ფანი 25-30 წლის გხლებიათ და პოსტსაბჭოური სივრცისა - 15-20 წლისა), დაახლოებით ისეთივენი ჩანდნენ ის პატივცემულები, როგორებიც ჩვენებურები არიან.
ყვიროდნენ, სკანდირებდნენ, რაღაც საგნებს ისროდნენ და მათი ფიზიონომიებიდან გამომდინარე, ჩვენს ფეხბურთელებს ტრიბუნებიდან ანდერსენის ზღაპრებს უყვებოდნენო, ვერც იმას დავიჩემებ.
არაფერს ვიტყვი თურქებზე, რუსებზე, უკრაინელებზე, ალბანელებზე - მათთან შედარებით სკანდინავიელი ფანები კეთილშობილ ვაჟთა პანსიონის აღსაზრდელებს ჰგავდნენ.
არა, არ ვამართლებ ფანებს. მათ თავისი არსი ამართლებთ. თავისი კოდექსი. ეს სუბკულტურაა და მას მხოლოდ თავისთვის დამახასიათებელი შტრიხ-კოდი გააჩნია. გასაგებია, რომ გვეუცნაურება, გვეაგრესიულება და არც გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ გვინდა ფეხბურთი? უამისოდ არ გამოვა.
ყველაზე იოლი გამოსავალი პრევენციაა - მონადირე ძაღლივით ნაბულზე უნდა დადგე და ასაფრენი ააფრინო.
დრო დგას ასეთი. ყველაფერი ფულით იზომება და რაკიღა ფეხბურთივით "ფანშოპური" კულტურაც მოიკოჭლებს ჩვენში, ერთ გაყოლა ხალხს მეტისმეტად ეადვილება ფანურ მოძრაობაზე ლაპარაკი.
არადა, ნუ დაიშურებთ ფულს, "დაქოქეთ" ფეხბურთი და ნახეთ, რამდენი მიმდევარი გამოუჩნდეს ამ მოძრაობას.
და ფულს რაც შეეხება - დახარჯულს თუ აწი დასახარჯს...
"იმ ფულს მერე ამოიღებთ, ბიძია!"
კონსტანტინე გოგიშვილი
--------------------
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@ ზამთარი მკაცრი იცის -აღიარა ნედმა-მაგრამ გავუძლებთ.სტარკები ყოველთვის ვუძლებთ ხოლმე @
|