უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა "კოლხეთმა" კი, შუასასეზონო პერიოდი უპრობლემოდ რომ განვლო და თურქული შეკრებაც გაახერხა, საშინაო ასპარეზად დროებით ქცეულ "ევგრაფი შევარდნაძეზე"
მოულოდნელი მარცხი იწვნია.» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ავტორი: ალეკო კაკაურიძე
ძოძუაშვილი ტრადიციას არ ღალატობს
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებულ რიონისპირა ქალაქს ეს ფეხბურთიც დაუბრუნდა... გაუსაძლის სიცხეში დიდი ვერაფერი სანახაობა რომ გამოვიდოდა, იმთავითვე ვიცოდით. რევაზ ძოძუაშვილმა კი ერთხელაც გაგვაკვირვა.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი მწვრთნელი თავადაა გუნდში "პირველი ვიოლინო". მისი საქმეა, როდის შეცვლის ფეხბურთელს, თუმცა ბევრისმნახველ მწვრთნელს არც პირველად და არც მეხუთედ არ შეუცვლია მოთამაშე პირველ ტაიმში.
რა თქმა უნდა, არაფერს ვამტკიცებთ. უბრალოდ, ფაქტი მოგვყავს - ძოძუაშვილმა ჯერ პირველი ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ჩაანაცვლა ბექა ტუღუში (ტრავმა არ მიუღია) თემურ მარკოზაშვილით, მერე კი, დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, 49-ე წუთზე ოთარ კვერნაძე ანაცვალა გოგი ფიფიას.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ავტორი: ალეკო კაკაურიძე
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს თავისუფლად შეუძლია, ჩავიდეს ზესტაფონში, სადაც ტურისა და პირველი წრის ცენტრალური მატჩია - "ზესტაფონი", ბოლო დროს გვარიანად რომ გაახალგაზრდავდა, ასევე განახლებულ თბილისის "დინამოს" მიიღებს. ვფიქრობთ, ორივე გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, საქართველოს უპირველეს გუნდს რომ გამოადგებიან, დანარჩენი კი მწვრთნელის საქმეა - არჩევანი მან უნდა გააკეთოს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ავტორი: ალეკო კაკაურიძე
მიმაგრებული სურათი