თან რამდენთან...
1 მეკარეა, 21 წლამდელი ვინც უმაღლეს ლიგაში ძირითადშია და ჩვენთან დგას.
ნუ ტაბატაძე ისედაც ვიცოდით რაც იყო მანამდე, მაგრამ მიხიჩას ხელში უფრო მოუმატა შეტევაში.
ჩაკვეტაძეს შეუცვლელად ათამაშებს, ჯერ საყრდენ ნახევარმცველად ყავდა (შეტევაში თამაშს უნდა მოუმატოსო) ახლა დაცვაში გადმოწია და აქ უკეთესად დგას. კარგი ბიჭია.
გელაშვილს აჩვევს ძირითადს.
მარკოზაშვილს ათამაშებს ხოლმე, ქებურიასაც.
კვერნაძე დინამო-ზესტაფონიდან გამოაგდეს, ვერაფერი მოუხერხეს ვერსად ისეთი ხასიათი აქვს, მაგრამ აგერ კი ხედავს ყველა რა სეზონსაც დებს.
მამასახლისი კი ვთქვი ზევით, გოგიჩაც.
კიდე ვინაა? შენგელიაც აქაა, მაგრამ ვერ ხვდება ძირითადში.ახლა ვინც ჩამოვწერე მაქედან მინიმუმ ნახევარს უცხოეთში გაყიდის. არის უკვე დაინტერესება რამოდენიმე მათგანზე.
ასე უნდა ათამაშებდეს სხვა კლუბებიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს, აბა სიონია გუნდი?! 1 პერსპექტიული ფეხბურთელი რო არ გეყოლება გუნდში, მასეთი გუნდების არსებობას რა აზრი აქვს საერთოდ?
მანამდე რამდენი აღმოუჩენია? ყველა ფეხბურთელს რო ხაზი გადაუსვა, მარტო კობიაშვილი რად ღირს.
სამწუხაროდ 1-2 ისეთი ფეხბურთელს ათამაშებს, რის გამოც წყალში იყრება ამ გუნდის პოტენციალი

არადა მართლა კარგი ფეხბურთელები გვყავს. მთავარი, მაინც რაშიც მიქარა ადამაძის გაშვება იყო, შევცვლი უპრობლემოდო, მაგრამ რაც გოლები გაგვდის იმათი უმეტესობა, სადაც გურამი თამაშობდა ის პოზიციაა.
უპატრონო გუნდს, მიხიჩა კი არა, მამაზეციერი ვერ უშველის, ნიჭიერი ფეხბურთელები რომ იზრდებიან ის მაინც უხარია გულს...აბა ტორპედოს მაინც არაფერი ეშველება.