დღეს სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მედისი წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უმნიშვნელოვანესი სიახლეები გაამხილა
ფეხბურთის ფედერაცია რევოლუციას იწყებს
2017 წლიდან 10-გუნდიანი ჩემპიონატი იქნება, გამარჯვებული 3,5 მლნ-ს მიიღებს
10-გუნდიანი ჩემპიონატი
2016 წლის ზაფხულიდან დაიწყება მოკლე, გარდამავალი ჩემპიონატი და ნოემბერში დასრულდება. 16 გუნდი 8_8 გუნდიან ორ ჯგუფად დაიყოფა და ნოემბრამდე ორ წრედ 14 მატჩს ჩაატარებს. ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულს შორის გამოვლინდება, ისევე როგორც – ევროსაგზურების მფლობელები. მაგრამ ჯერ ამის დეტალები ზუსტდება. ლიგიდან 6 გუნდი გავარდება და მივიღებთ 10-გუნდიან ჩემპიონატს.
გარდამავლი ჩემპიონატის დროს, პირველი ლიგიდან გუნდი აღარ დაწინაურდება. არგუმენტად კობიაშვილმა ეს ფაქტი დაასახელა – ლიცენზირების სურვილი ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ გამოხატა, ანუ განვითარების სურვილი თუ არ აქვთ და ლიცენზიას ვერ იღებენ, უმაღლესში არაფერი ესაქმებათო.
გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ 10-10 გუნდი ითამაშებს PRO ლიგა 1-სა და PRO ლიგა 2-ში, ორი 10-10-გუნდიანი ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (ანუ რეგიონული ლიგა). გარდა ამისა, ჩამოყალიბდება კიდევ ერთი რეგიონული ლიგა, ეროვნულ ლიგა 2, სადაც გუნდების რაოდენობა ჯერაც განუსაზღვრელია.
ჩემპიონატი გაზაფხულ-შემოდგომის სისტემაზე გადავა, მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. 2016-2017 წლების ევროსეზონზე კი გარდამავალი ეტაპის საუკეთესოები მოხვდებიან. კობიაშვილმა ეს ცვლილება საბიუჯეტო დაფინანსებით, მოედნების მდგომარეობით, ევროთასებზე გუნდების უკეთ გამოსვლის მოტივითა და სხვა ფაქტორებით ახსნა.
ამას გარდა, ყოვლად უმოტივაციო დუბლების ჩემპიონატის ნაცვლად, 20-გუნდიანი 19-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება, გამარჯვებული კი იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება.
დაფინანსება და საპრიზო პრემიები
გუნდები ჩემპიონატში შემდეგ თანხებს მიიღებენ:
უმაღლესი ლიგა (II წრე)
საბაზისო 0,8 მლნ
სტიმულირება 0,4 მლნ
პრემია 0,75 მლნ
პირველი ლიგა (II წრე)
საბაზისო 0,3 მლნ
სტიმულირება 0,05 მლნ
მეორე ლიგა (II წრე)
საბაზისო 0,05 მლნ
გარდამავალი ჩემპიონატი
უმაღლესი ლიგა
საბაზისო 0,6 მლნ
სტიმულირება 0,3 მლნ
პრემია 0,6 მლნ
ახალი ჩემპიონატი
PRO ლიგა 1
საბაზისო 1,0 მლნ
სტიმულირება 0,5 მლნ
პრემია 6,0 მლნ
საპირზო ფონდი 6,0 მლნ
PRO ლიგა 2
საბაზისო 0,7 მლნ
სტიმულირება 0,3 მლნ
პრემია 3,0 მლნ
ეროვნული ლიგა 1
საბაზისო 0,250 მლნ
სტიმულირება 0,05 მლნ
ეროვნულ ლიგა 2
საბაზისო 0,040 მლნ
შესაძლოა, 10-გუნდიანი ჩემპიონატის გამარჯვებულმა 3,5 მილიონი ლარი მიიღოს, ხოლო გავარდნილმა – 2,3 მილიონი. ხოლო PRO ლიგა 2-ში გამარჯვებულმა და გავარდნილმა, შესაბამისად – 1,7 და მილიონ ლარზე მეტი.
* * *
ეს უწერია მამულაშვილს ფბ-ზე
მემგონი ჯერ ბლაბლაა, მაგრამ საინტერესო
წელს ორჯერ გავხდებით ჩემპიონები

10ზე დასვლა კაია,ნებისმიერი გზით
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN