zidane_2014გეთანხმები რიგ საკითხებში.
aureliano_buendiaარვარ ფედერაციის წარმომადგენელი

ჩვეულებრივი გულშემატკივარი, როგორც სხვა.
zedela88მაპატიე მაგრამ სისუელეა. მძებნელიც რომ არ არის ეგაა საქმე.
გასაგებია ჩელებაძეს რომ არაფერი შეცვლის მაგრამ ვიღაცას ხო შეცვლის, ვიღაც ხო მეტს გაიგებს და ისწავლის, ერთი ხელის მოსმით დონე არ აიწევა.
ნებაზე გეთანხმებ მაგრამ ფორმზე საწერად ადვილია. ჩემი სუბიექტური აზრით რევოლუციური ცხვლილებები ცუდია, რადგან იმთავითვე შოვს რევანშისტულ სიცულვილს სხვებში, გეგმაზომიერ წმენდას უფრო მივესალმები .
გარიგებულ თამაშებს რაც შეეხება, ისევ ვიმეორებ მე იმედი მაქვს ისეთი სუფთა ხალხის როგორიც კობი, ნიკოლოზ ჯყარკავა და სხვები არიან ფედერაციაში რომ ნელ-ნელა რეალურად იბრძოლებენ ამის წინააღმდეგ. და ეს პროცესი არ არის მარტივი, ამ პროცესს ოფიციალურად ვერ მიუდგები ისე როგორც სარბიელი.გე-ს რიგითი ჟურნალისტი ჭორების დონეზე.
6 თვის შემდეგ კი შემიძლია 3 ზე მეტ პოზიტიურ საკითხს შევეხო. რეფორმებად არა და უფო საკითხებად ჩამოვწერ.
1. დარეგულირდა სახელმწიფოს (სპორტის სამინისტორო) და სფფ-ს შორის ურთიერთობა და გადავიდა ოპონირებიდან სამუშაო რეჟიმში.
2. ფედერაციის ფინანსები გახდა გამჭვირვალე შევიდა აუდიტი და მოსიპო ბევრი შიდა სიბინძურე.
3. ასაკობრივ ნაკრებებს მოშორდნენ ისეტი ადამიანები როგორებიც ავსაჯანაშვილი ან ბოტონი თამადა ჩივაძეა. საპირისპიროდ კი ახალგაზრდული ნაკრები და ახალგაზრდული მიმართულება ჩააბარეს საქართველოში ყველაზე კომპეტენტურ კაცს გია გეგუჩაძეს + ასაკობრივი ნაკრებები მოექცა ერთ სისტემაში.
4. ფედერაციამ პრინციპულად დაიცვა სპორტული პრინციპები და არ გააგრძელა წინა ფედერაციის მანკიერება. ჩაამთავრა ჩემპიონატი არსებული რეგლამენტით და მიიღო სწორი გადაწყვეტილება გუნდების შემცირებასთან დაკავშირებით.
5. გამკაცრდა ლიცენზირება, + მამუკა კვარაცხელიამ რომელიც გვერდით დაიყენეს შემოიარა მთელი საქართველო და ინფრასტრუქტურის კუთხით გასცა რეკომენდაციები.
6. განახლდა ფუტძალის ჩაშლილი ჩემპიონატი, უკეთესი სისტემით და უკეთესი ხაროსხით.
7. აღდგა საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის.
8. მკაცრად დაიწყო სხვადასხვა ასოციაციების საქმის კონტროლი.
9. შეიქმნა სამოყვარულო ლიგა რომელიც ხელს შეუწყობს ფეხბურთის მასობრიობას.
10, ყველა ნაკრების მწვრთნელთა ხელფასები მათი შედეგის პროპორციულია.
11. საქარველოს ნაკრების ფორმებს კორუმპირებული ვეტერანი ფეხბურთელის კერძო სამკერვალოში აღარ შეკერავენ.
12. დაგეგმილია საფეხბურთო სკოლების ლიცენზირება რასაც ველოდები.
13. შემოდგომიდან იცხება სპორული მენეჯმენტის კურსები ქართულ ფეხბურთში დასაქმებულ პირთათვის.
14. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასისი ფინალი პირველად ტარდება რეგიონში და ზოგადად ცდილობენ რეგიონებში გაიტანონ სხვადასხვა საინტერესო სანახაობა, ერთგვარი სპორტული დეცენტრალიზაცია.
შეიძლება ბევრი რამ გამომრჩა კიდეც.
მოკლედ, არის ნათელი წერტილები რაც მიჩენს იმედს. თორემ არც ჯანსაღ კრიტიკას მოვერიდები.
მე ვხედავ როგორ ცდილობენ რომ სწორად აკეთონ საქმე. აი საბოლოოდ რა გამოვათ ჭაობში ცურვით ერთად ვნახავთ.