ქართველმა ჩოგბურთელებმა ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში გადაინაცვლეს
ჩვენმა გოგონებმა ზედიზედ სძლიეს ეგვიპტესა (3:0) დ სამხრეთ აფრიკას (2:1). გასულ უქმეებზე კიდევ ორჯერ იზეიმეს გამარჯვება: ქვეჯგუფში ბოსნია-ჰერცეგოვინა მშრალი ანგარიშით დაამარცხეს - 3:0 (გორგოძე-ანიტა ჰუსარიჩი 7:5, 6:2, შაფათავა-ჟასმინა ტინჯიჩი-6:4, 6:2, ოქსანა კალაშნიკოვა, შაფათავა-ჰუსარიჩი, ტინჯიჩი: პირველ სეტში ბოსნიელები 2:1-ს იგებდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა ტრავმა მიიღო და დუეტმა პაექრობის გაგრძელება ვერ შეძლო).
პლეი ოფში საქართველოს ნაკრები A ჯუფის მეორეადგილოსან ფინეთს შეხვდა და 2:1 მოიგო (კალაშნიკოვა-ემა ლაინე 6:1, 5:7, 6:7, შაფათავა-პიია სოუმალაინენი 6:2, 6:2, კალაშნიკოვა, შაფათავა- ლაინე, სოუმალაინენი 6:4, 6:1), რითაც ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა.
http://sportall.ge/sport/individualuri-sak...dainacvles.htmlყოჩაღ ჩვენს გოგოებს