საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან გუშინ წერილი მიიღო.
უეფასგან მოსული სხვა წერილებისგან განსხვავებით, რატომღაც, ეს წერილი ქართულმა მხარემ გაასაიდუმლოა, თუმცა, ეს გასაკვირი არც არის. უეფამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გააფრთხილა და მოუწოდა, რომ არჩევნები წესდების დაცვით ჩაატაროს. ამ საკითხზე სასაუბრობ, უეფას წარმომადგენლები საქართველოს ხვალ ესტუმრებიან, რათა ადგილზე გაეცნონ არსებულ სიტუაციას.
სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2015
ძვირფასო ბატონო ბოკერია,
„საქართველოს მრავალი საფეხბურთო კლუბის და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის (ბატონი ლევან კობიაშვილის) მიერ უეფა-ს მისამართით გამოგზავნილ ორ თანდართულ წერილთან დაკავშირებით, გვსურს თქვენ და ყველა დაინტერესებულ მხარეს გაცნობოთ შემდეგი:
უეფა-სთვის ძალზედმნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების (რომელიც დაგეგმილია 2015 წლის 3 ოქტომბერს) წინასაარჩევნო პროცესი წარიმართოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არსებული წესდების დაცვით.
რამდენადაც უეფა-სძალაუფლება, ჩაერიოს ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში არის შეზღუდული – როგორც წესი – უეფა ვარაუდობს, რომ ორგანიზაციის წევრი ასოციაციები, მსგავსი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, პატივს სცემენ რელევანტურ საკანონმდებლო ჩარჩოს (მათ შორის შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობას).
წინასაარჩევნო პროცესში გამჭვირვალობისა და სამართლიანობის არარსებობის თაობაზე გამოთქმული პრობლემატიკის გათვალისწინებით (რომელიც აღწერილია ორ თანდართულ წერილში), უეფა-ს ადმინისტრაციიდან ორი წარმომადგენელი (დავით პეტრიაშვილი, უეფა-ს ეროვნული ასოციაციების სამმართველოს უფროსი მენეჯერი და მე) ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობამდე ორი დღით ადრე ვეწვევით საქართველოს, რათა:
(i) თანდართულ ორ წერილში მოყვანილი სხვადასხვა საკითხები განვიხილოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან (მათ შორის კანდიდატებთან);
(ii) შეძლებისდაგვარად, ვუზრუნველვყოთ, რომ სარჩევნო პროცესი წარიმართოს სამართლიანად და დამოუკიდებლად და რომ ყველა კანდიდატს მიეცეს პრეზიდენტად არჩევისთვის თანაბარი შესაძლებლობები;
(iii) თავიდან იქნას აცილებული, საარჩევნო პროცესში უეფას გამოყენება ვინმეს მიერ პირადი მიზნებისთვის.
ჩვენ (დავითი და მე) ველით თქვენთან შეხვედრას თბილისში, ხუთშაბათს.
კეთილი სურვილებით,
ჟაკ ბონდალაზი
სპორტის იურიდიული სამსახურისუფროსი
სპორტის იურიდიული სამსახური/სამართლებრივი საქმეები
უეფა“, – ნათქვამია წერილში, რომელიც სფფ-მ, კერძოდ კი, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ბოკერიამ მიიღო, თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს წერილი სფფ-მ გაასაიდუმლოა.
ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს წერილი ქართულმა კლუბებმა გადაუგზავნეს, სადაც განმარტებული იყო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წესდებას არღვევს და სრულიად უსაფუძვლოდ, მათ გაწევრიანებაზე უარს ეუბნება.
http://primetimenews.ge/უეფამ-