ხვალ, სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებია
რეზბანდა გასაყალბებლად ემზადება
მალე ვიდეოს შემოგთავაზებთ, ვამონტაჟებთ
სატუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში, სადაც ხვალ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, ამ დროისთვის რეზი არველაძის მხარდამჭერები და სფფ-ს მოქმედი ფუნქციონერები იკრიბებიან.
როგორც “პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, რევაზ არველაძემ თავისი მხარდამჭერებისა და დელეგატებისთვის სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში ნომრები დაჯავშნა და დღეს ღამე მათ სასტუმრო უმასპინძლებს.
ადგილზე მოვიდა აჩი არველაძე, ეროვნული ნაკრების მენეჯერი, კოკა ხურცია, რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლები, ეზოს ფეხბურთის დელეგატი, გიორგი ხაჩიძე, ფუტსალის ასოციაციის წევრები, გოჩა ტყებუჩავა და სხვა საფეხბურთო ფუნქციონერები.
როგორც ხაჩიძემ “პრაიმტაიმთან” საუბარში განაცხადა, მან საარჩევნო დოკუმენტაცია მოიტანა სასტუმროში. კითხვაზე, არღვევს თუ არა ხაჩიძე წესდებას, იქიდან გამომდინარე, რომ ის დელეგატია და სფფ-ში უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, ხაჩიძემ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია მხარს რევაზ არველაძეს უჭერს, საარჩევნო დოკუმენტაცია მოიტანა და წესდებას არ არღვევს.
გოჩა ტყებუჩავას თქმით, გასაუბრებაზე იყო დაბარებული, ხოლო ნაკრების მენეჯერი კოკა ხურცია, “ვინმე სოფიკოსთან” შესახვედრად მოვიდა.
http://primetimenews.ge/%E1%83%A0%E1%83%94...83%91%E1%83%98/