მეათე პრიორიტეტული მიმართულება – სპორტული მედია
ყველა სპორტულ ჟურნალისტს, ვინც გვერდით დაგვიდგება და არ გაგვაკრიტიკებს, შანსი მიეცემა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაარსებულ გაზეთში მოსინჯოს ძალები. გპირდებით, რომ მათ თავად შევურჩევ თემებს, დავუსახავ მიზნებს, გავუკეთებ კორექტურას, დავუწერ სათაურებს და მჯერა, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ჟურნალისტების კარიერულ წინსვლასა და პროგრესს.
მარაზმია ! ჟურნალისტების მოქრთამვაა
* * *
მეექვსე პრიორიტეტული მიმართულება – მესამე ტაიმი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით გაიხსნება დიდი მრგვალი რესტორანი, სადაც მატჩის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის გუნდები გადაინაცვლებენ და ე.წ. „მესამე ტაიმს“გამართავენ. ეს წამოწყება, ზემოგაჟღერებული ინიციატივის ერთგვარი გაგრძელებაა – ყველანაირი გაუგებრობა, უთანხმოება, დაპირისპირება დარჩება მოედანზე. ჩვენ კი ტკბილ მოგონებად დაგვრჩება მეობა, ჩახუტება, ძმობა და სიყვარული. თამადას დანიშნავს სფფ-ის პრეზიდენტი და გპირდებით, რომ ამას აბსოლუტურად ობიექტურად გავაკეთებ.
დოზანაა , დაკონკრეტება აკლია უმაღლესი, პირველი მეორე თუ რომელი ლიგაა

მუცლის გვრემა დაემართება ხალხს ეს ხუმრობით. ესეც ქრთამია სავარაუდოდ
* * *
მეშვიდე პრიორიტეტული მიმართულება – ყველანი სტადიონზე
სტადიონებზე გაუქმდება ბილეთის ფიქსირებული გადასახადი, შესასვლელში დაიდგმება დიდი ყულაბა და ვისაც რის საშუალება ექნება, იმდენს ჩააგდებს ამ ყულაბაში. შეგროვილი თანხით რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტებს წავიყვან მომდევნო ევროპალიგის ფინალზე დასასწრებად და ასე დავზოგავ უეფადან გადმორიცხულ გრანტებს. თუ მაყურებელს კონკრეტულ მომენტში ჯიბე ცარიელი ექნება, ის მაინც დაესწრება მატჩს და შემდეგ თამაშზე გადაიხდის ვალს.
ვალების რვეულს, ჩემი დავალებით, კურატორობას გაუწევს ფედერაციის ბუღალტერი.
სრული აბსურდია. ყველა კლუბი თვითონ ადებს ბილეთს ფასს. ჩარევაა კლუბის პოლიტიკაში ! შემდეგ თამაშზე რა ვალს გადაიხდის

ბიჭო, ბიჭო, ბიჭო ...
* * *
მეორე პრიორიტეტული მიმართულება – „ნაკლები შეზღუდვა – მეტი შედეგი“
აიკრძალება ყოველგვარი შემოწმება და ლიცენზირების პროცესი – ყველა კლუბს ხელგაშლილი და კეთილი გულით შეეგებებიან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს და პირველ ლიგაში. მსგავსი პრეცედენტები ადრეც არაერთხელ დავუშვით, რამეთუ არაერთი კლუბი ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე ჩაერთო გათამაშებაში და ამან მშვენიერი შედეგი გამოიღო, ანუ ამ მიდგომამ გაამართლა.
მართალია, კლუბებს ზოგჯერ ჭამის ფული არ ჰქონდათ, ტრანსპორტისთვის საწვავი, სავარჯიშო ფორმა, ბურთები, მინდორი, სამედიცინო მომსახურება და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, რადგან, თუ ქართველებმა ერთმანეთი არ გავიტანეთ და გვერდში არ დავუდექით, ამას სხვა არავინ გააკეთებს.
ელემენტარული კითხვაა მაშინ დღემდე ამდენი შტრაფი რატომ დაადო კლუბებს ? ურთიერთგამომრიცხავი საუბარია და აბსურდი. ლიცენზირების კომიტეტის დათხოვნის სუნი სდის საქმეს

არაპროფესიონალიზმია
* * *
მეთერთმეტე პრიორიტეტული მიმართულება – ქალთა ფეხბურთი
ამ კუთხით ბევრი სიახლის განხორციელება იგეგმება, მათ შორის ყველაზე მთავარი კი იქნება უეფასა და ფეხბურთის ფედერაციის საერთო კონცეფცია. იგეგმება ჩვენს რეგიონში პირველი და მართლაც უნიკალური კონცეფციის, „რძალ-დედამთილ-მულების“ პროგრამის ამუშავება. ამ საკითხზე ახლაც აქტიურად ვმუშაობ უეფასთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემენთან“.
ხევისბერი გოჩა 21-ე საუკუნეში ? სასწაულია პირდაპირ ბოშო
ქალთა ეროვნული ჩემპიონატი მაქსიმუმ რაც ჩატარებულა მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელებულა... აქამდე სად იყო ? ან ქალთა ფეხბურთის ფედერაცია ამაზე ხმას როგორ არ იღებს

შენ დაუკა !
* * *
მერაბა ვერხუშკაში გამორიცხულია . მამუკა კვარაცხელია იმსახურებს. მუმუც იქნება და ყაველაც. ალბათობაა ყიფოც მოგვევლინოს . რეზიც გამორიცხულია. პირველივე ინტერვიუ კობიაშვილის გაიხსენეთ . ეს ინტერვიუები ესე არ მოდის