18 ივნისისათვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე წარმომედგინა

ერთი თვის წინ, უფრო მუქ ფერებში ვუყურებდით მოახლოებულ ევროტურნირებს
დინამო - არც ერთი წამყვანი მოთამაშე არ წასულა + მოვიდა ძალიან კარგი მწვრთნელი და ჯერჯერობით, ტრანსფერების საქმეებიც კარგად მიდის.
ზესტაფონი - მნიშვნელოვნად გაძლიერდა და როგორც ამბობენ, კიდე იქნება კარგი სიახლეები.
ჩიხურა - შემადგენლობა დაბალანსდა (შარშან რა გუნდიც იყო ვადუცთან/თუნთან, იმას სჯობს ერთი თავით) + უცხოური შეკრებაც დადეს.
მხოლოდ სიონია ცუდ დღეში, თუმცა რეიტინგიდან გამომდინარე, მისგან ბევრს არაფერს ველოდით მაინც. ერთი ეტაპი თუ გაიარეს კაი იქნება და ამის გაკეთება ამ პირობებშიც შეუძლიათ.