უეფა-მ საჩხერის "ჩიხურა" 15 ათასით დააჯარიმა
13:08 04-09-2014
უეფა-მ საჩხერის "ჩიხურა" 15 ათასით დააჯარიმა ბაქოში, ადგილობრივი "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩის დროს ქართველი გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერის გამო, უეფა-მ საჩხერის "ჩიხურა"15 ათასი ევროთი დააჯარიმა.
ამის შესახებ გაზეთ "ლელოს" საჩხერის "ჩიხურას" დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ აცნობა.
31 ივლისს, ბაქოში გამართული "ნეფთჩისა" და "ჩიხურას" მატჩის დროს "ქართული სპორტის ქომაგებმა" ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერი, რომელზეც საქართველო 1921 წლის საზღვრებში იყო გამოსახული, სადაც ზაქათალა და კახიც საქართველოს ტერიტორიებად იყო აღბეჭდილი.
მატჩის შემდეგ რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი და ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც მალევე გაათავისულფეს.
აღსანიშნავია, რომ უეფა-მ "ჩიხურა" თურქულ "ბურსასფორთან" თბილისურ შეხვედრაში, "გულშემატკივრების მიერ ნაცისტური ჟესტებისა და ბანერის გამო", ამავე ოდენობის თანხით დააჯარიმა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-daajarima.html