მოკლედ ჩლ-ზე დინამო განუთესავია,
რა უნდა მოხდეს რომ თუნდაც ევროლიგის ჯგუფში შეძვრეს არ ვიცი, ჯერ არ იჩქაროთ ახალი მწვრთნელი მოყვანა, ჯერ კენჭისყრა იყოს, მერე რამდენიმე ტრანსფერი გააკეთეთ, და ბოლოს ზედ თამაშამდე 2 დღით ადრე ახალი მწვრთნელიც მოიყვანეთ, ყველაფერი უკუღმა ჩვენთან რატომ უნდა ხდებოდეს
განუთესავი იქნება სიონიც ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე, და ესაა ერთადერთი გუნდი, რომლისაგანც არ ვიცი რას უნდა ველოდო, იმედია მიიღებენ შევსებას მაგალითად გორის დილადან, და ერთ ეტაპს მაინც გაივლიან, საუკეთესო შემთხვევაში ორს
განთესილი იქნება ჩიხურა პირველ ეტაპზე, წესით უპრობლემოდ უნდა გაიარონ ვინც არ უნდა ამოვიდეს, აი მეორეზე კი ალბათ შარშანდელივით უიმედოთ წააგებენ
და გუნდი, რომლისაც ყველაზე მეტად მეიმედება, როგორც ვიცი მეორე ეტაპიდან იწყებენ, და დიდი ალბათობით განთესილებში მოხვდებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მთავარია ლიდერები შენარჩუნებული იყოს, რამდენიმე პოზიციაზე სათანადო გაძლიერება მოხდეს, კენჭისყრაში ცოტა გაუმართლოთ და იქნებ მოახდინონ სასწაული
ჯამში ძალიან პესიმისტურად ვუყურებ მოახლოებულ ევროტურნირებს, და რაღაცნაირად ნაკლები მოლოდინი მაქვს ვიდრე წინა წლებში მქონდა