საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები !
ისტორიაქართული კალათბურთის ისტორია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. 1922 წელს მოსკოვში გამართულ ვსევობუჩის (“ვსენაროდნოე ვოენნოე ობუჩენიე”) სპარტაკიადაში მონაწილე თბილისელმა მძლეოსანმა ალექსანდრე ჭელიძემ შემთხვევით ნახა ბოძებზე დამაგრებული კალათბურთის ფარები და უცხო თამაში. ჭელიძე საქართველოს მუშფაკის (შემდგომში – ინდუსტრიული ინსტიტუტი) ფიზკულტურულ წრეს ხელმძღვანელობდა და, თბილისში დაბრუნებულმა, მუშფაკის ეზოში (ახლანდ. უშანგი ჩხეიძის ქუჩა) კალათბურთის პირველი მოედანი მოაწყო. 1923 წლის მარტში ამ მოედანზე გაიმართა პირველი ოფიციალური მატჩი მუშფაკის ორ გუნდს შორის. პირველ კალათბურთელთა რიგებში იყვნენ გიორგი ეგნატაშვილის ტანვარჯიშული ჯგუფის წევრები – მიხეილ ცხვედაძე, გიორგი საყვარელიძე, ბორის გერასიმოვი, ალექსანდრე დავიდოვი, მიხეილ იზაშვილი და სხვები. 1924 წელს თბილისელ რკინიგზელთა თაოსნობით მოეწყო ტურნირი 6 გუნდის მონაწილეობით, რომელთაგან ერთი – “სინათლე” – იმავე წელს ამხანაგური მატჩების გასამართავად ბაქოში გაემგზავრა. “სინათლის” გამარჯვებით დამთავრდა თბილისის პირველი ჩემპიონატი (1925). იმავე “სინათლის” კაცთა და ქალთა გუნდებმა მოიგეს 1927 წელს ქუთაისში ჩატარებული საქართველოს პირველი ჩემპიონატიც. იმ პერიოდში თბილისში მომრავლდა კალათბურთის მოედნები. გუნდები ჩამოყალიბდა სპორტულ და პროფკავშირულ ორგანიზაციებში, ქართული დივიზიის ნაწილებში, სასწავლო დაწესებულებებში. პარალელურად, კალათბურთი გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ქუთაისში კალათბურთის პირველი ფარი 1923 წელს აღიმართა გივი კილაძის თაოსნობით ე.წ. მესამე ლეგიონის ეზოში. 1926 წელს მოეწყო პირველი საქალაქო შეჯიბრება. იმავე წელს ქუთაისელი კალათბურთელები ბათუმს ეწვივნენ და ადგილობრივ გუნდებს შეხვდნენ. 1927 წელს ფიზკულტურის უმაღლესმა საბჭომ კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით აფხაზეთში მიავლინა ალექსანდრე ჭელიძე. შეიქმნა კალათბურთის შემსწავლელი ჯგუფები, მოეწყო შეჯიბრებები, ჩამოყალიბდა აფხაზეთის ნაკრები, რომელიც აქტიურად ჩაება საქართველოს პირველობაში. კალათბურთით განსაკუთრებით დაინტერესდა სტუდენტი ახალგაზრდობა. მარტო თბილისის უნივერსიტეტს ათეულობით გუნდი ჰყავდა, საქალაქო პირველობის სხვადასხვა ჯგუფში კი უნივერსიტეტელთა 12 გუნდი გამოდიოდა. 1930-იანი წლების დასაწყისში საქართველოში რამდენიმე ძლიერი გუნდი იყო, რომელთა შემადგენლობაში გამოდიოდნენ ლევან ფალავანდიშვილი, ვლადიმერ და რობერტ მდივნები, ვახტანგ ციციშვილი, არჩილ წერეთელი, ლეონიდ ძეკონსკი, შალვა ყიასაშვილი, გიორგი ავალიშვილი, შალვა დიასამიძე, სურენ ოგანეზოვი და სხვები. 1934 წელს ვახტანგ ციციშვილმა შეადგინა კალათბურთის სასწავლო პროგრამა. მანვე სპორტსაზოგადოება “სტროიტელთან” ჩამოაყალიბა კალათბურთის პირველი სკოლა, რომელმაც შემდგომ არაერთი ცნობილი კალათბურთელი აღზარდა.
ქართული გუნდები სსრკ ჩემპიონატებში 1934 წლიდან ჩაებნენ. ომამდელ წლებში ყველაზე უკეთ გამოდიოდა თბილისის “ლოკომოტივი”. 1944 და 1946 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობდნენ ნოდარ ჯორჯიკია, ლეონიდ ძეკონსკი, ბორის სარქისოვი, გივი ახვლედიანი, მიხეილ ფილიპოვი, ოთარ სულაბერიძე და სხვები. შემდეგ ქართულ კალათბურთში ლიდერობდა თბილისის “დინამო”, რომელიც 1950, 1953, 1954 და 1968 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო, 1949, 1950, 1951 და 1969 წლებში – სსრკ თასის მფლობელი, 1962 წელს კი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა.
ქართველ კალათბურთელებს სსრკ ნაკრების შემადგენლობაში არაერთ საერთაშორისო ტურნირში გაუმარჯვიათ, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში (ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია), მსოფლიოს (ზურაბ საკანდელიძე, ნიკოლოზ დერიუგინი) და ევროპის (ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, გურამ მინაშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ზურაბ საკანდელიძე, ამირან სხიერელი, სერგეი კოვალენკო, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი) ჩემპიონატებში. კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა დროს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭათ გიორგი ავალიშვილს, ლეონიდ ძეკონსკის, შალვა დიასამიძეს, მიხეილ კეკელიძეს, გერონტი ბაბახანიდს, გრიგოლ მეუნარგიას, ალექსანდრე მესხს, სულიკო თორთლაძეს და ოთარ ქორქიას. წლების განმავლობაში სხვადასხვა თაობის მწვრთნელთა ნაყოფიერმა მუშაობამ და კალათბურთელთა ოსტატობამ საქართველოს სახელი გაუთქვა კალათბურთის სამყაროში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების გასამართავად ჩვენში ჩამოდიოდნენ ევროპის წამყვანი საკლუბო და ეროვნული ნაკრები გუნდები. 1958-72 წლებში თბილისს ოთხჯერ ეწვივნენ აშშ-ის კაცთა და ქალთა სამოყვარულო ნაკრებები.
ქალთა პირველი გუნდები საქართველოში 1930-იან წლებში შეიქმნა. მათგან საუკეთესო იყო თბილისის “ბურევესტნიკი”, რომელმაც სსრკ ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ (1965-66) დაიკავა მეორე ადგილი, 1969 წელს კი თასის გათამაშების ფინალში გავიდა. ამ გუნდში გამოდიოდნენ ელზა დურმიშიძე, ლიანა ქველიძე, ნელი ჯაფარიძე, ციალა ჯანელიძე, მედეა სურგულაძე, ალექსანდრა კოვზირიძე-რუსკინა და სხვები. ქართველ კალათბურთელ ქალთაგან ყველაზე ტიტულიანია ალისა ასიტაშვილი. მან სსრკ ნაკრებთან ერთად ორჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში (1954, 56).
1991 წლიდან ქართული კალათბურთი დამოუკიდებლად ვითარდება, 1994 წელს შეიქმნა საქართველოს კაცთა და ქალთა ეროვნული გუნდები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში მონაწილეობენ. რამდენიმე ქართველი კალათბურთელი ევროპის ცნობილ კლუბებში თამაშობს, ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, თორნიკე შენგელიას აშშ-ს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში უასპარეზიათ , დღეს კი იქ ჩვენი ერთადერთი ( იმედია დროებით ) წარმამომადგენელი , ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ასპარეზობს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.დაფუძნდა 1991 წლის 4 ივნისს. 1992 წლის 10 ივლისიდან კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIBA) და ევროპის კალათბურთის კონფერენციის, ხოლო 2003 წლიდან ფიბა-ევროპის ფედერაციის წევრია. პრეზიდენტები: ალექსანდრე ალექსანდრე ჩხეიძე (1991-95), ავთანდილ საყვარელიძე (1995-97), გიორგი ქათამაძე (1998-2001), ბეsიკ ლიპარტელიანი (2001 წლიდან).
ოლიმპიური თამაშებიI ადგილი
ზურაბ საკანდელიძე 1972
მიხეილ ქორქია 1972
II ადგილი
ოთარ ქორქია 1952
ნოდარ ჯორჯიკია 1952
გურამ მინაშვილი 1960
ვლადიმერ უგრეხელიძე 1960
ლევან მოსეშვილი 1964
III ადგილი
სერგეი კოვალენკო 1968
ზურაბ საკანდელიძე 1968
მიხეილ ქორქია 1976
ნიკოლოზ დერიუგინი 1980
მსოფლიოს ჩემპიონატიI ადგილი
ზურაბ საკანდელიძე 1967
ნიკოლოზ დერიუგინი 1982
III ადგილი
ანზორ ლეჟავა 1963
გურამ მინაშვილი 1963
ვლადიმერ უგრეხელიძე 1963
ზურაბ საკანდელიძე 1970
ევროპის ჩემპიონატიI ადგილი
ოთარ ქორქია 1947, 51, 53
ნოდარ ჯორჯიკია1947
ალისა ასიტაშვილი 1954, 56
გურამ მინაშვილი 1957, 59, 63
ვლადიმერ უგრეხელიძე 1961
ზურაბ საკანდელიძე 1965,67,69,71
ამირან სხიერელი 1965
მიხეილ ქორქია 1971
ნიკოლოზ დერიუგინი 1981
II ადგილი
მიხეილ ქორქია 1975, 77
III ადგილი
ოთარ ქორქია 1955
ზურაბ საკანდელიძე 1973
2015 წლის ევროპის შესარჩევი ჯგუფი , სადაც ჩვენი ნაკრები იასპარეზებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობადუდა სანაძე (სან დიეგო (NCAA), უკანახაზელი, 196სმ, 25.07.1992); ვიქტორ სანიკიძე (სარაგოსა (ესპანეთი), ფორვარდი, 203სმ, 01.04.1986); ლევან ფაცაცია (შსს-აკადემია, ფორვარდი, 198სმ, 24.09.1988); რიკი ჰიკმანი (მაკაბი (ისრაელი), უკანახაზელი, 189სმ, 01.09.1985); გიორგი ცინცაძე (ჩემპვილი (ლიბანი), უკანახაზელი, 192სმ, 07.02.1986); ბესიკ ლეჟავა (დინამო, უკანახაზელი, 192სმ, 21.02.1986); ბექა ბურჯანაძე (კახასოლი (ესპანეთი), ფორვარდი, 203სმ, 03.01.1994); მანუჩარ მარკოიშვილი (გალათასარაი (თურქეთი), უკანახაზელი, 196სმ, 17.11.1986); ოთარ ფხაკაძე (ფერმონტი (NCAA), უკანახაზელი, 190სმ, 28.02.1993); ნიკა მეტრეველი (როზეტო (იტალია), ფორვარდი, 211სმ, 14.01.1991); გიორგი შერმადინი (ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), ცენტრი, 216სმ, 02.04.1989); ირაკლი ჩლაიძე (სოხუმი, ფორვარდი, 198სმ, 01.12.1989); ბექა წივწივაძე (არმია, უკანახაზელი, 190სმ, 06.01.1989); გიორგი შარაბიძე (არმია, ცენტრი, 210სმ, 27.04.1990); მიხეილ ბერიშვილი (არმია, ფორვარდი, 203სმ, 12.04.1987); ზაზა ფაჩულია (მილუოკი (NBA), ცენტრი, 211სმ, 10.02.1984); თორნიკე შენგელია (ლაბორალი (ესპანეთი), ფორვარდი, 207სმ, 05.10.1991); რევაზ როგავა (შსს-აკადემია, უკანახაზელი, 192სმ, 01.02.1993); აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი, ცენტრი, 206სმ, 14.02.1991);
სამწვრთნელო შტაბიმთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
მწვრთნელის ასისტენტი: ჯეისონ სტოდტი
მწვრთნელის ასისტენტი: დავით უსტიაშვილი
მწვრთნელის ასისტენტი: კოტე ტუღუში
ფიზმომზადება: ალექსანდრ ჩვოროვიჩი
ფიზმომზადება: ავთო ბერიძე
ექიმი: თემურ ხვედელიძე
ექიმი: თემურ ყიფშიძე
ექიმი: ზაქრო ჯვარაძე
ექიმი: ზურა სულეიმანაშვილი
გენერალური მენეჯერი: პაატა ლობჟანიძე
მენეჯერი: გივი სანაძე
სუპერლიგა
შემადგენლობები:
http://superleague.ge/club.phpსტატისტიკა:
http://superleague.ge/statistic.php_________________________________
საქართველოს 2013-2014 წლების სუპერლიგის გამარჯვებული თბილისის დინამო
______________________
ტრანსფერებითორნიკე შენგელია ჩიკაგო ბულსი - კახა ლაბორალი
რიკი ჰიკმანი მაკაბი თელ-ავივი - ფენერბახჩე
საქართველოს ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა23 ივნისი - 4 ივლისი - შეკრება თბილისში
5 ივლისი - გამგზავრება პოდჩეტრტეკში (სლოვენია)
6-14 ივლისი - შეკრება პოდჩეტრტეკში
15 ივლისი - გამგზავრება მაკედონიაში (ტურნირი ქ.ოჰრიდში. მონაწილეობენ: მაკედონია, საქართველო, ავსტრია, რუმინეთი)
20-23 ივლისი - ოთხთა ტურნირი სლოვენიაში (კანადა, სლოვენია, უკრაინა, საქართველო)
28-30 ივლისი - ამხანაგური მატჩები ლიტვასთან. 28 ივლისს ქ. პანევეჟიშში, 30 ივლისს ქ. ვილნიუსში
2-4 აგვისტო - ოთხთა ტურნირი თბილისში. მონაწილეობენ: ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, დიდი ბრიტანეთი
ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
10 აგვისტო, თბილისი
საქართველო - ჩეხეთი
13 აგვისტო, კეჩკემეტი
უნგრეთი - საქართველო
17 აგვისტო, ოვარი
პორტუგალია - საქართველო
20 აგვისტო, ნიმბურკი
ჩეხეთი - საქართველო
24 აგვისტო, თბილისი
საქართველო - უნგრეთი
27 აგვისტო, თბილისი
საქართველო - პორტუგალია
წინა თემის ლინკი :
ქართული კალათბურთიწინა თემის TOP-10 მპოსტავიQOMAGI 263
Mateo Falcone 149
GRIZLY07 109
Sno 95
grigalaaa 77
keYa 65
imereti 58
SGG 44
გიო81 40
BIZ-OO1 36
წარმატებები ჩვენ ეროვნულ ნაკრებს და ასაკობრივებს !
მიმაგრებული სურათი