http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli...an-gaushva.htmlყაზანის უნიქსმა ვიქტორ სანიკიძე გუნდიდან გაუშვა
"გუნდის შემადგენლობა შემცირდა. პირველ რიგში, ლეგიონერებს ვგულისხმობ. წავიდა ქართველი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე, მან კიდევ ოთხი თვე უნდა იმკურნალოს", - განაცხადა ევგენი ბოგაჩევმა.
იანვრის ბოლოს ქართველმა მხარი დაიზიანა და ახლაც მკურნალობს. მისი თამაში ევროპის ჩემპიონატზე კითხვის ნიშნის ქვეშაა.
* * *
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კაპიტან სანაძეს ახალი მწვრთნელი ჰყავს
დუდა სანაძე „სან დიეგო ტორეროსის“ კაპიტანია. მას ამ სტატუსით სარგებლობის საშუალება მას შემდეგ მიეცა, რაც გუნდში მთავარი მწვრთნელი შეცვალეს. ბილ გრირი გაუშვეს, ხოლო ახალი მწვრთნელი ლემონ ლიუისი დუდას მანამდეც კარგად იცნობდა და წინა სეზონში, როცა ის „არიზონას“ თავკაცობდა, სანაძეს თავის გუნდში იწვევდა.
ახალი მწვრთნელი ქართველი ლეგიონერის მიმართ დიდ იმედებს ამყარებს და სავარაუდოდ, გუნდის კაპიტან დუდას მომავალ სეზონში ბლომად სათამაშო დრო ექნება. ეს სეზონი კი დასრულებულია და სანდიეგოელები ახლა მხოლოდ ფიზმომზადებას გადიან და ბურთით ვარჯიშობენ. 1 თქვეში, როცა სან დიეგოს უნივერსიტეტში მორიგ კურსს დახურავს, სანაძე სამშობლოში დაბრუნდება და ეროვნული ნაკრების შეკრებისთვის მოემზადება.
http://www.gbf.ge/news.php?m=news&d=&id=5779 * * *
ნიკა ცქიტიშვილის საპლეიოფო ეფექტი
მოიგებს ლიბანური "ჩამპვილი"? - ეს ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, ფაქტორზე კი არა, კალათბურთელზე - ნიკა ცქიტიშვილზე, რომელიც გუნდისთვის იგივეა, რაც "ლეიკერსისთვის" კობი ბრაიანტი.
მწვრთნელი ნიკას სრულ თავისუფლებას აძლევს და 32 წლის ფორვარდმა იცის, რა მოიმოქმედოს წარმატებისთვის.
ნიკა ახლო დისტანციიდანაც აგდებს, საშუალოდანაც, პერიმეტრიდანაც, არც საჯარიმოებისას ცდება, ბურთსაც ხსნის და როცა პასია საჭირო, თანაგუნდელებსაც არ ივიწყებს.
მოკლედ, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე ასეთი კალათბურთელი საქართველოს ნაკრებს უთუოდ სჭირდება, ხორვატიაში ხომ ექვს დღეში ხუთი მატჩის გამართვა გვიწევს. მწვრთნელს მრავალფეროვნებისთვის შეუძლია ერთ დღეს ნიკა სულაც დაასვენოს, მეორე
დღეს კი სროლის თავისუფლება მისცეს. შესაბამისად, დასვენების საშუალება სხვებს მიეცემათ, ხოლო სკიტა მწვრთნელს იმედებს ნამდვილად არ გაუმტყუნებს... ამ საკითხზე უფრო ვრცლად მსჯელობა ახლო მომავლისთვის გადავდოთ.
წესითა და რიგით, შესავალშივე უნდა დაგვეწერა: ლიბანის ჩემპიონატის პლეი ოფში ცქიტიშვილის "ჩამპვილმა" სტუმრადაც დაამარცხა "მუტაჰედი" - 92:88 და სერიაში 2:0 დაწინაურდა. თუმცა ნიკას კიდევ ერთმა ეფექტურმა თამაშმა ფიქრები საქართველოს ნაკრებისკენ გააქანა, ჩვენს გუნდს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, ასეთ კალათბურთელებზე უარი თქვას.
"მუტაჰედთან" გამარჯვებაში სკიტამ ლომის წილი დაიდო: 39 წუთში 24 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. აი, შეტევითი სტატისტიკაც: 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი, 12-დან 11 საჯარიმო. მარგი ქმედების კოეფიციენტს არ იკითხავთ? - 37!
მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩს "ჩამპვილი" საკუთარ მოედანზე 16 აპრილს ჩაატარებს.
http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli...10-mokhsna.html This post has been edited by QOMAGI on 15 Apr 2015, 16:32