როგორც მოსალოდნელი იყო წააგო U16-მა ესტონეთთან.
მცირე შანსი მაინცაა.
შვედეთს უნდა მოვუგოთ, და ესტონეთმა ბელგიას, თანაც ჩვენ დიდი ანგარიშით გვჭირდება მოგება იმათ კი დიდი ანგარიშით უნდა წააგონ, რაც არარეალურად მეჩვენება.
ნებისმიერ შემთხვევაში აქედან სასწაულებრივად რომც გავიდეთ (არაუმეტეს 1% ამის ალბათობა) ნახევარფინალში მაინც აგვარღვენენ 99,9%-ით.
უპირტესობა გვექნება, ჩვენებმა უფრო ადრე ითამაშეს და მეტი დრო აქვთ დასასვენებლად.
თუმცა ბელგიის 28 ქულით მომგებ გუნდთან ძნელი იქნება თამაში, ჩვენ მაგ ბელგიასთან 14 ქულით წავაგეთ.
ვნახოთ.
ბითაძე 31 წუთი 3 ქულა.
კომენტარის გარეშე.
ყოველთვის არ წავა თამაში.
მაგრამ ლიდერობა ასეთ თამაშებში მტკიცდება.
* * *
ამონარიდი ფედერაციის საიტიდან:
"საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში საკვანძო მატჩი დათმო და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც პირველი ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია, მეორე ჯგუფის პირველ მეტოქე ესტონეთთან ვერაფერი გააწყო და
„ა“ დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა." არა ბაზარი არაა ვერ გადავალთ A დივიზიონში,მაგ დონის გუნდი არ გვყავს, მაგრამ შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს, ამათ ამის გამოთვლაც არ შეუძლიათ?
გუნდში იციიან, რომ შანსი კიდევაა, თუ კალათბურთელ-მწვრთნელებიანად ყველას ყველაფერი დასრულებული ჰგონია უკვე, ფედერაციის საიტივით?
This post has been edited by ingfar on 12 Aug 2015, 23:33