ვუყურე გადახვევით, ჰოდა ყველა წინაპირობაა ისტორიაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ.
არა ამ თამაშის შედეგის გამო.
იმის გამო, რომ სკამის პრობლემა გადაწყდა მეტ-ნაკლებად.
ცინცაძე,მარკოიშვილი,სანიკიძე,შენგელია,ფაჩულია,შერმადინი,უცხოელი(პულენი ამ შემთხვევაში) ბოლო 3-4 წელია ეს 7 კაცი თამაშობდა რეალურად(წინა საკვალიფიკაციოს გამოკლებით იქ უკვე დაემატნენ).
ესენი კარიერის პიკზე არიან უმეტესობა.
ახლა ფაცაცია,სანაძე,ბურჯანაძე ეს სამი კალთბურთელი კიდევ გვყავს.
სანაძე/ბურჯანაძის პროგრესი აშკარაა,აი ძალიან თვალსაჩინოა.
სრულფასოვანი სანაკრებო კალათბურთელები არიან.
შარშანწინ რეალურად ძალიან სუსტები და თითქმის ვერაფრის მომტანები იყვნენ ნაკრებისთვის.
შარშან უკვე დახმარება გაუწიეს გუნდს.
წელს დახმარებაზე აღარცაა ლაპარაკი, ჩვეულებრივი წევრები არიან გუნდის.
პლუს ფაცაცია შეტევაში უაღრესად შეზღუდული,მწირი დიაპაზონის მქონე მოთამაშე, მაგრამ დაცვას თამაშობს.
ეს რაც ესტონეთთან გამოჩნდა.
ხვალ და ზეგ კიდევ უფრო საინტერესო იქნება.
და რათქმაუნდა ჯამლეტი,ეს კაცი გაიტანეთ,სირცხვილია უკვე.
არაფერში აღარ ჯდება საერთოდ.
სტატისტიკას მიახლოებითს აცხადებს-"ექნება ერთი 6-7 მოხსნა", "მოდი შევთანხმდეთ ბურჯანაძე 15 ქულა"

თენგიზ პაჭკორია მწვრთნელია,საკვანძო მოთამაშე თუ რიგითი გულშემატკივარი ვერ მიხვდები ხუხაშვილის მოსმენისას.
კრიტიკა გამორიცხულია.
არ არსებობს უბრალოდ მისთვის.
კარგად თამაშობენ,ცუდად თამაშობენ,მაინც ერთგვაროვანი მონოტონური ბოდიალი.